ანა ნაცვლიშვილი "ოცნებას" ურჩევს, არასამთავრობო სექტორის დაფინანსების თემის პერიოდულად წამოწევის ნაცვლად, საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობაში ჩაიხედოს

"ქართულმა ოცნებამ" მის მიერ შექმნილ "გონგოებს" მიხედოს და საკუთარი დაფინანსების გაუმჭვირვალობასაც თუ შეხედავენ, უკეთესი იქნება, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

ანა ნაცვლიშვილი "ქართულ ოცნებას" ურჩევს არასამთავრობო სექტორის დაფინანსების თემის პერიოდულად წამოწევის ნაცვლად, საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობაში ჩაიხედოს.

"იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ქართული სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს წარმოადგენენ, გამჭვირვალეობის პრობლემა არ აქვთ, მათი ფინანსები, თითოეული თეთრი საიდან შემოდის და რაში იხარჯება საჯაროა და ყველას ვებ-გვერდზე უდევს. გარდა ამისა, მათი საქმიანობა ექვემდებარება აუდიტს, მაგალითად, საია-ში ყოველწლიურად ვაკეთებდით აუდიტს, რომ თითოეული თეთრის ხარჯვა ყოფილიყო მიზნობრივი და ეფექტიანი. გარდა ამისა, ყველა სერიოზული დონორი, ვინც ფულს აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ უწევს ფინანსურ აუდიტს. ასე რომ, არასამთავრობო ორგანიზაციებს ფინანსური შიში არ აქვთ, უფრო იმათ, ვინც "ქართული ოცნების" მიერ არიან შექმნილი, ამიტომ თავის მიერ შექმნილ „გონგოებს“ მიხედონ და საკუთარ დაფინანსებას და მის გაუმჭვირვალობას თუ შეხედავენ, უკეთესი იქნება,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისათვის, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველამ უნდა იცოდეს საიდან ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. მისი თქმით, ფული, რომლითაც ისინი ფინანსდებიან, ტექნიკური მთავრობის კამპანიის დასაგეგმად მიემართება.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს