სალომე სამადაშვილი - სოსო გოგაშვილი რეჟიმის ნაწილი იყო, ეს კორუმპირებული რეჟიმია და არავინ ამბობს, რომ ის არის ფრთიანი ანგელოზი - გოგაშვილი არის სისტემის მამხილებელი სისტემის შიგნიდან

სოსო გოგაშვილი რეჟიმის ნაწილი იყო. ეს კორუმპირებული რეჟიმია და არავინ ამბობს, რომ ის არის ფრთიანი ანგელოზი, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „გოგაშვილი არის ე.წ. whistleblower - სისტემის მამხილებელი სისტემის შიგნიდან".

"რა თქმა უნდა, ის ხელისუფლების მხრიდან არის ზეწოლის ობიექტი, ამას ყველა ვხედავთ - ის დაპატიმრებულია და მის ოჯახზე სხვადასხვა გზებით გრძელდება ზეწოლა. როდესაც ის ამბობს, რომ აქვთ მტკიცებულება, საბუთები, ფოტომასალა, საგამოძიებო კომისიას შეუძლია, რომ მას მოუსმინოს. მაგალითად, როდესაც გვეუბნებიან, რომ ჩარტერული რეისი განხორციელდა თბილისიდან ვლადიკავკაზში, ჩარტერული რეისი ორგანიზებას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. საგამოძიებო კომისიას აქვს იმის უფლებამოსილება, რომ დაიბაროს ყველა ადამიანი, რომელიც შეიძლება ჩართული იყოს ამის ორგანიზებაში. იმის დადგენა შეიძლება, განხორციელდა თუ არა ჩარტერული რეისი თბილისიდან ვლადიკავკაზში. ეს კანონდარღვევას კი არ დაადგენს, საგამოძიებო კომისია დაადგენს, რომ ის ფაქტები, რომელიც მოვისმინეთ საინფორმაციო სივრცეში, შეესაბამება თუ არა სიმართლეს, შემდეგ კი ამის საფუძველზე შეუძლია შეიმუშაოს რეკომენდაციები. წინასწარ ვერ ვიტყვი რა დასკვნას დადებს საგამოძიებო კომისია. საგამოძიებო კომისიას შეუძლია შეისწავლოს ის მტკიცებულებები და ფაქტები, რომელიც გოგაშვილს აქვს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს აქვთ საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის საჭირო, საკმარისი რაოდენობით მხარდაჭერა და აღნიშნული კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს ოპოზიციურ ფრაქციებთან, ამიტომ არ გავასწრებ მოვლენებს, მაგრამ მგონია, რომ დღეს ისეთი ვითარებაა, როდესაც ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, ვიდრე ამ კომისიის შექმნაა, მე რთულად წარმომიდგენია. როდესაც ის ხალხი, რომელიც სისტემაში უშუალოდ მუშაობდა აცხადებს, რომ ფაქტობრივად ჩვენი უსაფრთხოების და უშიშროების შესაბამისი სისტემის დისტანციურად ხდებოდა, ფაქტობრივად, ამას გვეუბნება ის ინფორმაცია, რომელიც მოვისმინეთ. ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება და ინფორმაცია. ვერ დავეთანხმები ვერავის, ვინ ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიას არ ექნება არანაირი ბერკეტები იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია მოიძიოს“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

მისივე განმარტებით, ძალიან კარგია, რომ აღნიშნული საკითხი მედია საშუალებების მეშვეობით აქტიურად შუქდება.

„რეალურად, ახალი არაფერი გაგვიგია - ის, რომ არ გვაქვს ეფექტური კონტროლი იმაზე, რომ ვიცოდეთ რა ტვირთბრუნვა ხდება საქართველოს გავლით - სატრანზიტო დანიშნულებით როგორ გამოიყენება ჩვენი ქვეყნის ტერიტორია. ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიან რუსეთის მოქალაქეები, იღებენ მოქალაქეობას და ბიზნეს საქმიანობას აქ ეწევიან, ამის საბუთებიც არსებობს. ამის მონაცემები არსებობს საჯარო რეესტრში. ჩვენ გვითხრეს, რომ ეს ხდება ხელისუფლების ხელშეწყობით და რომ ის იღებს დავალებას რუსეთიდან, თუ ვის უნდა შეუწყოს ხელი ბიზნეს საქმიანობის წარმართვაში. მესამე - რუსეთის რეჟიმისთვის არასასურველი ჟურნალისტების და ბლოგერების არ შემოშვება. ასეთი ფაქტი ხომ არაერთხელ მოხდა. სწორედ ამიტომ, რაღაც დაუჯერებელი არ მოგვისმენია, ეს ბევრჯერ გავიგეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ამ ინფორმაციას გვაძლევს ის ხალხი, რომელიც მუშაობდა სისტემაში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო