ლევან გოგიჩაიშვილი - „ნაცმოძრაობის“ მესამე და მეოთხეხარისხოვანი წევრები ივანიშვილმა შემოიკრიბა და შექმნეს სისტემა, რომელიც ორიენტირებულია ხელისუფლებაში მყოფების გამდიდრებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ მესამე და მეოთხეხარისხოვანი წევრები რომ იყვნენ, ახლა ივანიშვილმა შემოიკრიბა ეს ნაგავი თავისი მოსამართლეებით, პროკურორებით და ქვეყანაში შექმნეს სისტემა, რომელიც არის ორიენტირებული ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების გამდიდრებაზე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების გამდიდრება არ წარმოადგენს სახელმწიფო ინტერესს.

ამასთან, მან ისაუბრა საქართველოში გაზრდილ ტვირთბრუნვაზე და აღნიშნა, რომ ქვეყანა ამისთვის სათანადოდ მზად არ არის. გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, არ განავითარა ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა.

„ეს ტვირთები ხომ არ მოუზიდავს ღარიბაშვილს? დღეს რომ ტვირთების ბრუნვა გაზრდილია საქართველოში, ეს იმ ომის დამსახურებაა, რასაც უკრაინელები გმირულად აწარმოებენ ევროპის კონტინენტზე. ეს ტვირთები რომ გაიზარდა, ჩვენ რით დავხვდით? ჩამოშლილი ინფრასტრუქტურით. ჩვენთან რომ ყოფილიყო ანაკლია, დღეს რომ მოგვეხდინა რეორგანიზაცია და ფული ჩაგვედო რკინიგზის განვითარებაში, ლიანდაგების მოწესრიგებაში, ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაში... დღეს არის გადატვირთული ქართული პორტები, ტვირთს ვერ შემოიტან. რა გააკეთა ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში? რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, ის არ ავითარებდა ქართულ ინფრასტრუქტურას, რათა დაცული ყოფილიყო ნოვოროსისკის პორტი, იქ ყოფილიყო ტვირთბრუნვა და განვითარება. ეს საბოტაჟი მარტო საქართველოში კი არ მოხდა, ანალოგიური მცდელობები იყო აზერბაიჯანშიც. რუსული პოლიტიკა რა იყო - მოეკლა აბრეშუმის სალოჯისტიკო ხაზი და ევროპაში ყველაფერი წასულიყო რუსეთის გავლით. დღეს მათთვის ეს ჩაკეტილია და დიდი ხნით ასე იქნება. რუსები ამ გზას ვეღარ გახსნიან, რუსულ პორტებს სერიოზული პრობლემები აქვთ. დღეს ყაზახური, თურქმენული, უზბეკური ტვირთებისთვის ალტერნატივად მხოლოდ აზერბაიჯანი და საქართველო არის დარჩენილი. ჩვენ კი ჩამოშლილი ინფრასტრუქტურით დავხვდით”, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია