გიორგი კაჭარავა - დრო ახლა საქართველოს სასარგებლოდ მუშაობს, თუმცა, ჩვენ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად

უკრაინის ომის ფონზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებასა და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ საქართველოს მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დაბრუნების სავარაუდო პერსპექტივებზე „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, 2014-2021 წლებში კოსოვოში ეუთო-ს რეგიონული ცენტრის ყოფილ დირექტორს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, უკრაინა-რუსეთის ომში უკრაინის გამარჯვების პერსპექტივამ აქტუალური გახადა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისის დამოკიდებულების თემა.

ოფიციალური კიევისა და მისი მოკავშირეების აზრით უკრაინა-რუსეთის დაპირისპირება წლები მას შემდეგაც გაგრძელდება, როცა ამ ომში უკრაინა რუსეთს დაამარცხებს. შესაბამისად კიევი და ლამის მთელი ცივილიზებული სამყარო რუსეთთან ხანგრძლივი სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკულ-ფინანსური დაპირისპირებისთვის ემზადება.

როცა ვაშინგტონი, ბრიუსელი, ნატოს წევრი ქვეყნები და წამყვანი ეკონომიკების ქვეყნების ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში დამარცხდება, ძნელი სავარაუდო არაა, რომ ეს უკვე მხოლოდ დროის ამბავია. ცხადია, ეს ასე იოლად და მარტივად არ მოხდება, მაგრამ, რომ მოხდება, უკრაინის ფრონტზე ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიც ადასტურებს.

ბევრი თვლის და სავსებით სამართლიანადაც, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველო უნდა განიხილავდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მშვიდობიანად დაბრუნების სავარაუდო სცენარებს.

მესმის, რომ თემა რთული, მრავალპლასტიან-მრავალშრიანია, მაგრამ ამ თემაზე რომ დისკუსია დასაწყებია, ფაქტია.

ვიდრე უფრო რთულ თემებზე გადავალთ, ალბათ უპრიანი იქნება თუ აფხაზეთზე საუბარს ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობით დავიწყებთ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის „ელჩმა“ აფხაზეთში ამ თემაზე მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

ბიჭვინთის აგარაკთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა რა გვანახა?

- გეთანხმებით, დღევანდელი მოვლენები ზოგადად ერთიან კონტექსტში და კომპლექსურად უნდა განვიხილოთ, რადგან, როგორც ჩანს ყოველივე ეს არის პოსტ-საბჭოთა სივრცის ხელახალი ფორმატირების და ძალთა ახალი ბალანსის შექმნის რთული და ალბათ ხანგრძლივი პროცესი.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკს რაც ეხება, ეს არ გახლავთ მასშტაბური საკითხი. თუმცა, თვალსაჩინო და ნიშანდობლივია. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ არცერთი სუბიექტი ამ ე.წ. დავაში არაა აღჭურვილი ლეგიტიმურობით ამ საკითხის გადასაწყვეტად.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთი მხრივ არსებობს ოკუპანტი სახელმწიფოს მოთხოვნა, და მეორე მხრივ არის ოკუპაციის ქვეშ შექმნილი სეპარატისტული ე.წ. ხელისუფლება. ამიტომ, ნებისმიერი „შეთანხმება“ რომელზეც ეხლა მიმდინარეობს საუბარი და მსჯელობა უკანონოა.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთი მხრივ არსებობს ოკუპანტი სახელმწიფოს მოთხოვნა და მეორე მხრივ არის ოკუპაციის ქვეშ შექმნილი სეპარატისტული .. ხელისუფლება. ამიტომ ნებისმიერი შეთანხმება“, რომელზეც ეხლა მიმდინარეობს საუბარი და მსჯელობა უკანონოა

ამავდროულად, ნიშანდობლივია რუსეთის მხრიდან ზეწოლა აფხაზეთში ეთნიკური წმენდის შედეგად დარჩენილ მოსახლეობის წარმომადგენლებზე, გადაიხადონ ხარკი წლების განმავლობაში მათი მხარდაჭერისთვის. ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ რუსეთის წარმომადგენლების პოზიცია ამ კონკრეტულ საკითზე.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ხსენებულ შეხვედრაზე, რუსეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა შეახსენა აფხაზური საზოგადოების დელეგატებს, თუ რა აქვს გაკეთებული მის სახელმწიფოს მათთვის და რა ღვაწლი მიუძღვის რუსეთის ფედერაციას არსებული ვითარების შესაქმნელად და რა ეკონომიკური, სოციალური და სამხედრო დახმარებით სარგებლობს სეპარატისტული რეჟიმი რუსეთის მხრიდან.

ამიტომ, არანაირი ილუზია არ უნდა გვქონდეს, თუ რას წარმოადგენს ეს პროცესი. აღნიშნული გახლავთ ელემენტარულად ხარკის გადახდის მოთხოვნა, რომელიც მოსკოვის აზრით მას ეკუთვნის და რომლის მიღებაც არ უნდა გაუჭირდეს.

აქ არც აფხაზური საზოგადოების დიდად ანტირუსულ პოზიციებზე არ უნდა შევიქმნათ ილუზიები, რადგან, იმავე საზოგადოების და ფართო სპექტრის პოლიტიკური ელიტის წევრების დიდი ნაწილი ამ ხარკის გადახდის მომხრეა. ეს უფრო ოპოზიციაში მყოფი ადამიანების და ულტრა-ნაციონალისტური წრეების თავის გამოჩენის საშუალებას წარმოადგენს, ვიდრე ფართოდ გავრცელებულ საზოგადოებრივ აზრს.

რაც აღსანიშნავი და აუცილებლად დასაფიქსირებელია, და არა მარტო ამ კონკრეტული საკითხის მიმართ, არამედ ზოგადად, არის ის, რომ აფხაზეთი არის ოკუპირებული, იქ არსებობს სეპარატისტული უკანონო ე.წ. ხელისუფლება რომელმაც ქართველი მოსახლეობის ჩაგვრის ინსტიტუციონალიზაცია მოახდინა და მეტიც, ცდილობს ეთნიკური წმენდის შედეგად შექმნილი რეალობის დაკანონებას, რაშიც რუსეთის სახელმწიფო ღიად ეხმარება.

აუცილებლად დასაფიქსირებელია, და არა მარტო ამ კონკრეტული საკითხის მიმართ, არამედ ზოგადად, არის ის, რომ აფხაზეთი არის ოკუპირებული, იქ არსებობს სეპარატისტული უკანონო .. ხელისუფლება, რომელმაც ქართველი მოსახლეობის ჩაგვრის ინსტიტუციონალიზაცია მოახდინა და მეტიც, ცდილობს ეთნიკური წმენდის შედეგად შექმნილი რეალობის დაკანონებას, რაშიც რუსეთის სახელმწიფო ღიად ეხმარება

გამომდინარე აქედან, ყველა ასეთი ქმედება, იგულისხმება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში სახელმწიფო ქონების გადაცემა, გასხვისება და ა.შ. გახლავთ უკანონო და უნდა იყოს დასჯადი ქართული კანონმდებლობის მიხედვით.

ყველა ასეთი ქმედება, იგულისხმება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში სახელმწიფო ქონების გადაცემა, გასხვისება და .. გახლავთ უკანონო და უნდა იყოს დასჯადი ქართული კანონმდებლობის მიხედვით

- ბიჭვინთის აგარაკთან დაკავშირებით აფხაზური საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის პროტესტის ფონზე ქართულ საზოგადოებაში გახშირდა იმაზე საუბარი, რომ ქართულმა საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს აფხაზურ საზოგადოებას.

ასეა თუ ისე, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური საზოგადოება ქართულ საზოგადოებასთან ზურგით დგას და ჩვენკენ გამოხედვის სურვილს არ ავლენს, ჩვენმა საზოგადოებამ, ქართული სახელმწიფოსგან განსხვავებით თავისი პოზიცია საკმაოდ მკაფიოდ დააფიქსირა.

არადა, სსრკ-ს დროს ბიჭვინთის აგარაკების კრემლისთვის გადაცემის შესახებ რომ საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით იქნებოდა მიღებული, ეჭვიც არ მეპარება.

შესაბამისად, სოხუმის ხელისუფლების მტკიცებები, რომ ბიჭვინთის აგარაკები 1996 წელს მოსკოვს ვლადისლავ არძინბამ გადასცა, სამართლებრივად უკანონო გადაწყვეტილება იყო, რადგან სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ბიჭვინთის აგარაკები თბილისის კუთვნილებაში უნდა ყოფილიყო და არა სოხუმის.

სავარაუდოდ, როგორ აღიქვა ოფიციალური თბილისის განცხადება ბიჭვინთის აგარაკებზე ერთი მხრივ მოსკოვმა, ხოლო მეორე მხრივ სოხუმმა?

- უპირველეს ყოვლისა, მინდა გამოვეხმაურო თქვენს აზრს აფხაზური საზოგადოების საქართველოს მიმართ ზურგით დგომის შესახებ. გიდასტურებთ ეს ასეა, და არა მგონია ჩვენ ილუზიებით უნდა ვიკვებებოდეთ ამ თვალსაზრისით. მათთვის ჩვენ წაგებული მხარე ვართ, სამწუხაროდ, ყველა აქედან გამომდინარე შედეგებით.

მინდა გამოვეხმაურო თქვენს აზრს აფხაზური საზოგადოების საქართველოს მიმართ ზურგით დგომის შესახებ. გიდასტურებთ ეს ასეა, და არა მგონია ჩვენ ილუზიებით უნდა ვიკვებებოდეთ ამ თვალსაზრისით. მათთვის ჩვენ წაგებული მხარე ვართ, სამწუხაროდ, ყველა აქედან გამომდინარე შედეგებით

ამიტომ საქართველო, როგორც სახელმწიფო და ქართული საზოგადოება, ჩემი აზრით, აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებისკენ უფრო უნდა მოტრიალდეს და დააფასოს მათი ეროვნული სულისკვეთება, ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი, და მხარი უნდა დაუჭიროს.

არ მინდა ანალოგიებზე ხაზგასმულად საუბარი, მაგრამ აფხაზეთიდან და სამჩაბლოდან დევნილ ქართულ მოსახლეობას ჩვენი ქვეყნის საზოგადოებისგან და პოლიტიკური წრეებისგან ნამდვილად ეკუთვნის მინიმუმ ისეთივე ყურადღება რაც სამართლიანად გაიღეს უკრაინიდან დევნილების და ზოგადად უკრაინის მიმართ.

რაც ეხება საქართველოს პოზიციას ამ საკითხთან მიმართებაში მოსკოვის და სოხუმის სეპარატისტების მხრიდან, რაიმე აზრი ან გამონათქვამი ამ მიმართულებით არ მოხდა ჩემ თვალსაწიერში.

ამიტომ შემიძლია გამოვქვა აზრი, რომ თბილისის პოზიციას არც აფხაზი სეპარატისტები და არც მოსკოვი ყურადღებას არ აქცევენ, როგორც ბიჭვინთის აგარაკების საკითხზე გავლენის არ მქონე სუბიექტს, რაც ჩვენთვის მწარე რეალობას წარმოადგენს.

თბილისის პოზიციას არც აფხაზი სეპარატისტები და არც მოსკოვი ყურადღებას არ აქცევენ, როგორც ბიჭვინთის აგარაკების საკითხზე გავლენის არ მქონე სუბიექტს, რაც ჩვენთვის მწარე რეალობას წარმოადგენს

- უკრაინაში ომის ფონზე გახშირდა საუბრები რუსული ტვირთების გასატარებლად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გამოყენების შესახებ.

როგორც ჩანს, სომხური ტვირთბრუნვისთვის აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გამოყენებაც უნდოდა მოსკოვს, მაგრამ ფაქტია, რომ საბოლოოდ, სახმელეთო ტრანზიტზეა საუბარი.

გარდა იმისა, რომ ესეც ბევრ საფრთხეებს შეიცავს იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარი ფსოუზე, და რუსეთ საქართველოს საზღვარი რიკოთზე რეალურად ენგურზე და ერგნეთზე გადმოინაცვლებს, გაუგებარია, ამით რას მოიგებს საქართველო.

რეალურად, არც არაფერს. ვითარებაში, როცა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ეკონომიკები და ფინანსური ინსტიტუტები მიბმულია რუსეთის ეკონომიკაზე, საუბრები იმაზე, რომ რუსული ტვირთების სომხეთის ტრანზიტით საქართველოს კონფლიქტური რეგიონების ეკონომიკურად მობმას შეძლებს, არც არარეალისტურად და არც დამაჯერებლად არ გამოიყურება.

თან გაუგებარი კიდევ სხვა რამაა - როცა ლამის მთელი მსოფლიოა მოწადინებული შეუზღუდოს რუსეთს შემოსავლის წყაროები, რას შეიძლება ნიშნავდეს საქართველოს მხრიდან იმაზე დათანხმება, რომ ჩვენი კონფლიქტური რეგიონები იქნას გამოყენებული რუსული საქონლის ტრანზიტისთვის?

- საინტერესო საკითხია, რომელის აქტუალიზაცია დროდადრო ხდება, თან სხვადასხვა კონტექსტში და სხვადასხვა აქტორების მხრიდან. თუმცა, რატომღაც მგონია, რომ რეალურად ამ საკითხის აქტუალიზაცია მაინც ერთი ცენტრიდან იმართება, რომელიც განლაგებულია მოსკოვში.

ინტერესი ამ საკითხზე დიდია. დიდია და ხშირად გაბერილი მოლოდინები გზების გახსნის და სატრანსპორტო/სატრანზიტო ინფრასტრუქტურის ამუშავების თვალსაზრისით. ჩემი აზრით, პასუხი მარტივია და ზედაპირზე დევს - ასეთი ნაბიჯი გამართლებული, მომგებიანი და მისაღებია მხოლოდ კონფლიქტების ფართომასშტაბიანი მოგვარების შემდეგ და რეგიონალური პროცესების ჰარმონიზაციის კონტექსტში. სხვა შემთხვევაში ასეთი ინიციატივები არაფრის მომტანია საქართველოსთვის, პრობლემების გარდა.

პასუხი მარტივია და ზედაპირზე დევს - ასეთი ნაბიჯი გამართლებული, მომგებიანი და მისაღებია მხოლოდ კონფლიქტების ფართომასშტაბიანი მოგვარების შემდეგ და რეგიონალური პროცესების ჰარმონიზაციის კონტექსტში. სხვა შემთხვევაში ასეთი ინიციატივები არაფრის მომტანია საქართველოსთვის, პრობლემების გარდა

უფრო კონკრეტულად, მინდა გითხრათ ასეთი ინიციატივები ბევრ კითხვებს ბადებს. პირველ რიგში სამართლებრივი საფუძველი ასეთი ტრანზიტის რა უნდა იყოს? მავანი იტყვიან რომ ეს გახლავთ თავის დროზე რუსეთ საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის შემდეგაც რუსეთს გზა გაეხსნა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად.

მაგრამ, მინდა გითხრათ ეს ასე არ არის, რადგან ეს ეხება ტვირთბრუნვას მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს შორის და არ ეხება მესამე ქვეყნების ტვირთების გატარებას, ანუ ტრანზიტს.

ჩემთვის სავსებით გასაგებია აფხაზი სეპარატისტების პოზიცია, რომელიც პრაგმატულად დამყარებულია ინტერესზე ჩაერთონ რაღაც ფორმით რეგიონულ სატრანსპორტო ქსელში როგორც ერთ-ერთი აქტორი და ამით თავისი ლეგიტიმაციის დონეც აწიონ.

მეორე მხრივ, რუსეთისთვის ეს რაღა თქმა უნდა კიდევ ერთი „ხვრელი“ შეიძლება აღმოჩნდეს, რომელიც იდეალურად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სანქცირებული საქონლის შესატანად და ამისთვის სათანადო სქემების ასამუშავებლად. ყოველივე ეს დამატებით საფრთხის შერმცველია და ახალი პოტენციური უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე შეიძლება დააყენოს საქართველოს სახელმწიფო.

არ უნდა შევიქნმათ ილუზია, რომ კონფლიქტის რეგიონების სატრანზიტოდ გამოყენების საკითხს პოლიტიკურისა და უსაფრთხოების გარდა, არ გააჩნია ძალიან ღრმა მორალური განზომილება და არ წარმოადგენს წითელ ხაზს და არა მარტო შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით

თქვენ ახსენეთ მესამე ქვეყნების სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული ინტერესები. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს მაინტერესებს უპირველეს ყოვლისა ჩემი ქვეყნის და ჩემი მოსახლეობის ინტერესები.

რას მიიღებს საქართველო ამის სანაცვლოდ? სამაჩაბლოსა და აფხაზეთში დევნილების დაბრუნების და მათი საკუთრების უფლებების აღდგენის პროცესზე როგორ აისახება სატრანზიტო გზების გახსნის პერსპექტივა?

მოხდება თუ არა ქართული მოსახლეობის ჩაგვრის ინსტიტუციონალიზირებული პოლიტიკის გატარების შეწყვეტა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, და როგორი იქნება მათი უსაფრთხოების, ადანიანის უფლებების დაცვის მექანიზმები განსაკურებით ახალგორის და გალის რაიონებში?

მზად არის რუსეთი ტრანზიტის გახსნის სანაცვლოდ ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარების უკან წასაღებად და 2008 წლის აგვისტოში ხელმოწერილი ექვს-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებისათვის?

რისი მომტანია საქართველოსთვის მძიმე საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფ ქვეყანასთან, უკონტროლო ტერიტორიების გავლით სატრანზიტო გზების გახსნა, როგორ იმოქმედებს ყოველივე ეს საქართველოს იმიჯზე და მის საერთაშორისო პარტნიორებთან და სტრასტეგიულ მოკავშირეებთან ურთიერთობაზე?

ეს გახლავთ კითხვების ძალიან მოკლე ნუსხა, რომელზეც „ტრანზიტიორებმა“ და მათმა მომხრეებმა თუ მესვეურებმა უნდა გასცენ პასუხი სახელმწიფოს, და უპირველეს ყოვლისა იმათ, ვინც არიან უსამართლოდ განდევნილნი თავიანთი სახლებიდან.

არ უნდა შევიქნმათ ილუზია, რომ კონფლიქტის რეგიონების სატრანზიტოდ გამოყენების საკითხს პოლიტიკურისა და უსაფრთხოების გარდა, არ გააჩნია ძალიან ღრმა მორალური განზომილება და არ წარმოადგენს წითელ ხაზს და არა მარტო შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით.

რაც ეხება ბჟანიასა და არძინბას განცხადებებს თუ რუსეთის პროპაგანდისტული გადაცემებში მონაწილეობის დროს გამოთქმულ მოსაზრებებს, პირდაპირ ვიტყვი, ეს საშიში ტენდენციაა, რომელიც მსოფლიო წესრიგს რეალურ საფრთხეს უქმნის ამ კონკრეტულ გეოგრაფიულ წერტილში. აფხაზური სეპარატისტული ელიტა, ნებსით თუ უნებლიედ, არის ჩათრეული სახიფათო თამაშში, სადაც არცერთი მომგებიანი პოზიცია მას არ გააჩნია

- რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოვლენები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა.

სოხუმსა და აფხაზეთის რიგ რაიონებში ჩატარდა აქციები ხელისუფლების მონაწილეობითა და ორგანიზებით. მასზე „პრეზიდენტი“ ბჟანიაც გამოვიდა და მხარი დაუჭირა რუსეთის აგრესიას უკრაინაში. ცხინვალში აქციები არ მახსენდება, მაგრამ, ფაქტია, რომ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთმა გაიყვანა თავისი შეიარაღებული ძალების უდიდესი ნაწილი.

გარდა ამისა, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გაიგზავნა აფხაზური და სამხრეთ ოსური შენაერთები უკრაინის ფრონტებზე. ჰყავთ ამ ომში რუსეთის მხარეს დაღუპული მებრძოლებიც.

„პრეზიდენტმა“ ბჟანიამ კრემლის პროპაგანდისტის სოლოვიოვის გადაცემაში დააფიქსირა პოზიცია, რომლის თანახმადაც აფხაზეთი მზადაა შევიდეს რუსეთ-ბელარუსის კავშირში. სოლოვიოვის გადაცემაში იგივე პოზიციები დააფიქსირა კრემლის კარზე გაზრდილმა და შემდეგ სოხუმში საგარეო საქმეთა მინისტრად გამოგზავნილმა ინალ არძინბამ.

არ ვიცი რაში დასჭირდა კრემლს ბჟანიასა და არძინბას გაეკეთებინათ ამ ტიპის განცხადებები, რადგან, კარგა ხანია დღევანდელი აფხაზეთი რეალურად არის რუსეთის ნაწილი არა მარტო „სამართლებრივ - პოლიტიკურად“, არამედ ეკონომიკურად, ფინანსურად, სამხედრო თვალსაზრისით, კულტუროლოგიურად და აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია.

რას შეიძლება ნიშნავდეს ბჟანიასა და არძინბას განცხადებები აფხაზეთის მზაობაზე გახდეს რუსეთ-ბელარუსის კავშირის წევრი?

- ეს საკითხი მთლიანად უნდა განვიხილოთ რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკის ჭრილში. ეს გახლავთ რუსეთის პირდაპირი მცდელობა შეარყიოს არსებული საერთაშორისო სისტემა და შექმნან თავისთვის მორგებული კონსტრუქცია, თუნდაც მცირე არეალში, რომელიც სამომავლოდ იქნება გამოყენებული როგორც რაღაც სახის მოდელი. ამისთვის რუსეთთან მოსაზღვრე ოკუპირებული ტერიტორიები ადვილი მსხვერპლია, თავისი სამხედრო/უსაფრთხოების, ეკონომიკური და სოციალური დამოკიდებულებით რუსეთზე.

რაც ეხება ბჟანიასა და არძინბას განცხადებებსა თუ რუსეთის პროპაგანდისტული გადაცემებში მონაწილეობის დროს გამოთქმულ მოსაზრებებს. პირდაპირ ვიტყვი, ეს საშიში ტენდენციაა, რომელიც მსოფლიო წესრიგს რეალურ საფრთხეს უქმნის ამ კონკრეტულ გეოგრაფიულ წერტილში. აფხაზური სეპარატისტული ელიტა, ნებსით თუ უნებლიედ, არის ჩათრეული სახიფათო თამაშში, სადაც არცერთი მომგებიანი პოზიცია მას არ გააჩნია.

საქართველო, როგორც სახელმწიფო, ვერ მისცემს თავის თავს იმის უფლებას რომ პრორუსული იყოს. ამას, რაღა თქმა უნდა, აქვს სერიოზული მიზეზები. უპირველეს ყოვლისა რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიის 20%. რუსეთს აქვს თანმიმდევრულად დარღვეული ან არ შესრულებული საქართველოსთან დადებული ყველა შეთანხმება

პირიქით, ასეთი ქმედებებით ისინი კიდევ უფრო შორდებიან ცივილიზებულ სამყაროს და კიდევ უფრო გადიან ყველა მეტ-ნაკლებად საერთაშორისო თვალსაზრისით არსებულ ჩარჩოებიდან. არამგონია რომ მათ ობიექტურად ამის ფუფუნება ჰქონდეთ.

როგორც ჩანს, სოხუმის რეჟიმი იკვებება იმის ილუზორული პერსპექტივით, რომ ასეთ „წარმონაქმნის“ წევრობით მისი სტატუსი ამაღლდება როგორც ხსენებული „წარმონაქმნის“ წევრისა, ის გახდება დიდი და მძლავრი „კავშირის“ ნაწილი, რაც მათი ვარაუდით უზრუნველყოფს აფხაზეთის განვითარებასა, კეთილდღეობას და რაც მთავარია საქართველოსგან უსაფრთხოებას.

ვფიქრობ, რომ ასეთი მცდარი და ილუზორული შეხედულება ძალზედ დამაზიანებელია პირველ რიგში აფხაზური ეთნოსის მომავლისთვის. გარდა ამისა, ნათლად მიუთითებს აფხაზური სეპარატისტული რეჟიმის ანტიდასავლურ ორიენტაციაზე, რაც არსებულ დემოკრატიულ და საერთაშორისოდ მიღებულ უნივერსალურ ფასეულობებს ეწინააღმდეგება.

რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, დღეს დრო საქართველოს მხარეს მუშაობს. რადგან უკრაინის ომის ფონზე, გლობალური ძვრების პირობებში, რუსეთის მიერ წარმოდგენილი „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ კონსტრუქცია ობიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე დიდი ალბათობით არ იქნება სიცოცხლისუნარიანი. ამიტომ საქართველო მოვლენების ასეთი განვითარებისთვის უნდა იყოს მზად, ყველა თვალსაზრისით.

მიდგომა უნდა იყოს კომპლექსური. ასეთი მიდგომა უნდა მოიცავდეს მოქმედებების ფართო სპექტრს და რესურსების სათანადო მობილიზაციას. ამისკენ უნდა იყოს მომართული ქვეყნის უსაფრთხოების, ეკონომიკური, სოციალური და საზოგადოებრივი ძალისხმევა. გარდა ამისა, საჭიროა აღნიშნული პროცესების აბსოლუტური სინქრონიზაცია და ერთიან კალაპოტში მოქცევა, მაქსიმალურად ეფექტიანი შედეგების მისაღებად

- უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციაზე ბევრი კრიტიკული მოსაზრება გამოითქვა ქვეყნის შიგნით.

ქვეყნის გარეთ მკვეთრი შეფასებები ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა, აშკარად რჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყნის ხელისუფლება უკრაინას თუ შეიძლება ასე ითქვას, ისე-რა გულშემატკივრობს.

არადა, უკრაინის ომის შედეგებზე რომ ბევრადაა დამოკიდებული თუ როგორი იქნება მსოფლიო და მსოფლიო უსაფრთხოების ახალი სისტემა, ფაქტია.

უკრაინაში ომის ფონზე როგორ შეაფასებდით საქართველოს ხელისუფლების უფრო ქმედებებს, ვიდრე განცხადებებს, რადგან თავიდან რომ განცხადებები აშკარად გაუგებარი იყო, გვახსოვს?

- ამ პროცესში მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო არის საქართველოს უკრაინის მიმართ გაცხადებული მხარდაჭერა საერთაშორისო ინსტიტუტებსა თუ ფორუმებზე, გაეროში და ეუთოში. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ უკრაინის მხარდაჭერის ყველაზე ქმედითი და მძლავრი მექანიზმი დღეს არის ე.წ. რამშტაინის ყოველთვიური შეხვედრების ფორმატი. ამ ფორმატში საქართველოს მონაწილეობა ცალსახად მიუთითებს ქვეყნის ადგილს არსებულ რთულ საერთაშორისო ვითარებაში.

გარდა ამისა, მოდით ვთქვათ ღიად, საქართველო როგორც სახელმწიფო, ვერ მისცემს თავის თავს იმის უფლებას, რომ პრორუსული იყოს. ამას, რაღა თქმა უნდა, აქვს სერიოზული მიზეზები. უპირველეს ყოვლისა რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიის 20%. რუსეთს აქვს თანმიმდევრულად დარღვეული ან არ შესრულებული საქართველოსთან დადებული ყველა შეთანხმება.

საქართველოს პროკურატურამ მრავალტომიანი საგამოძიებო მასალები დადო ომის დროს ჩადენილ დანაშაულებებზე, სადაც კონკრეტული პირების ბრალეულობა იკვეთება. აღნიშნული პროცესის ბოლომდე მიყვანის გარეშე სამართლიანობის აღდგენაზე ზოგადად ლაპარაკი ზედმეტია

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გულმხურვალედ მხარს უჭერს უკრაინას, ეხმარება მას ჰუმანიტარული ტვირთების შეგროვებითა და გაგზავნით, დევნილების მიმართ იჩენს უპირობოდ კეთილ განწყობასა და მუდმივად გამოხატავს თავის მორალურ მხარდაჭერას უკრაინის და მისი ხალხის მიმართ.

ასეთ ვითარებაში საქართველოს სხვა პოზიცია მისთვის არაბუნებრივი და არარეალური იქნებოდა.

- ახლა, როცა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტებზე ჩვენში საუბრები გახშირდა. სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ამ ტერიტორიების დაბრუნების თემა. სოციალურ ქსელში ამ საკითხებზე მსჯელობა, რბილად რომ ვთქვათ, არ ტოვებს არა მარტო კარგ, კვალიფიციურ შთაბეჭდილებას.

რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ ამ თემაზე, ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერასდროს იტყვის უარს თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილების გამიჯვნაზე, აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე დევნილთა დაბრუნებაზე, ასევე, საქართველოს, როგორც სახელმწიფოსა და დევნილი მოქალაქეების ქონებრივ უფლებებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

თუ უკრაინაში ომი უკრაინის სასარგებლოდ დასრულდა, სავარაუდოდ, როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს ოფიციალურმა თბილისმა კონფლიქტური ზონების დასაბრუნებლად?

- მიდგომა უნდა იყოს კომპლექსური. ასეთი მიდგომა უნდა მოიცავდეს მოქმედებების ფართო სპექტრს და რესურსების სათანადო მობილიზაციას. ამისკენ უნდა იყოს მომართული ქვეყნის უსაფრთხოების, ეკონომიკური, სოციალური და საზოგადოებრივი ძალისხმევა. გარდა ამისა, საჭიროა აღნიშნული პროცესების აბსოლუტური სინქრონიზაცია და ერთიან კალაპოტში მოქცევა, მაქსიმალურად ეფექტიანი შედეგების მისაღებად.

თუ ჩვენ გადავხედავთ თუ რა რაოდენობის ელექტროენერგიას უფასოდ ვაწვდით აფხაზეთს, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს სახელმწიფო ყველაზე მსხვილი დონორია სეპარატისტული რეჟიმის... ასეთი გახლავთ სამწუხარო რეალობა, რომელსაც ქმედითი, ქვეყნის ინტერესებზე დაყრდნობილი, კომპლექსური და კარგად გათვლილი და გააზრებული, ტერიტორიულ მთლიანობის და საქართველოს იურისდიქციის აღდგენაზე ორიენტირებული პოლიტიკა უნდა დავუპირისპიროთ

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და მისი იურისდიქციის აღდგენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის ქვეყნის ბუნებრივი სტრატეგიული ამოცანა. ხსენებული მიდგომები უნდა წარმოადგენდეს ამ ამოცანის შესრულების მექანიზმს და საშუალებას, ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების რეალიზაციისთვის.

ამიტომ, ქვეყნის ძირითადი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ამ საკითხის ირგვლის შიდაპოლიტიკურ კონსოლიდაციისკენ, საერთაშორისო ძალისხმევის კონცენტრაციისა და რესურსების მობილიზაციისკენ.

ეს რთული, მრავალწახნაგოვანი და შრომატევადი პროცესია. აღნიშნულ ამოცანებში შედის აგრეთვე ისეთი საკითხები რომლებზეც მსჯელობა, სამწუხაროდ, ხშირად არც საზოგადოებაში და არც პოლიტიკურ ასპარეზზე არ ხდება.

ასეთები გახლავთ მაგალითად, ომის დროს ჩადენილი დანაშაულის გამოძიების შედეგად დადგენილი დამნაშავეების დასჯა.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პროკურატურამ მრავალტომიანი საგამოძიებო მასალები დადო ომის დროს ჩადენილ დანაშაულებებზე, სადაც კონკრეტული პირების ბრალეულობა იკვეთება. აღნიშნული პროცესის ბოლომდე მიყვანის გარეშე სამართლიანობის აღდგენაზე ზოგადად ლაპარაკი ზედმეტია.

გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესი საკითხია კერძო და სახელმწიფო ქონების განადგურების, უკანონოდ ფლობისა თუ განკარგვის და მითვისების საკითხები. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ სოხუმის აეროპორტის აღდგენის გეგმა, რომელიც რუსეთის ფედერაციის სამთავრობო და კერძო ინვესტიციების მონაწილეობით უნდა მოხდეს.

გარდა ამისა, საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის უკანონო ექსპლუატაცია, მათ შორის რუსეთის ფედერაციის რკინიგზის და თავდაცვის უწყებების მიერ.

ამას აგრეთვე ემატება აფხაზეთში განლაგებული სხვა ინფრასტრუქტურული და სამრეწველო ობიექტების უკანონო გასხვისების-მითვისება-ექსპლუატაციის ფაქტები. ეს გახლავთ უზარმაზარი სპექტრი საკითხებისა, რომელიც ამოცანად ადევს საქართველოს სახელმწიფოს მხრებზე და რომელსაც სწორედ ის კომპლექსური მიდგომები სჭირდება რაზეც უკვე ვისაუბრეთ.

ცალკე აღსანიშნავია ენგურჰესის მართვისა და მასზე წარმოებული ელექტროენერგიის განაწილების საკითხი. თუ ჩვენ გადავხედავთ თუ რა რაოდენობის ელექტრიენერგიას უფასოდ ვაწვდით აფხაზეთს, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს სახელმწიფო ყველაზე მსხვილი დონორია სეპარატისტული რეჟიმის.

სანაცვლოდ, კი ვიღებთ ქართული მოსახლეობის ჩაგვრის ინსტიტუციონალიზაციას, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების იგნორირებას და უგულებელყოფას, რომელიც სადღაც ქედმაღლურ დამოკიდებულებაშიც კი არის გადასული.

ეს გახლავთ სამწუხარო რეალობა, რომელსაც ქმედითი, ქვეყნის ინტერესებზე დაყრდნობილი, კომპლექსური და კარგად გათვლილი და გააზრებული, ტერიტორიულ მთლიანობის და საქართველოს იურისდიქციის აღდგენაზე ორიენტირებული პოლიტიკა უნდა დავუპირისპიროთ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

თენგიზ ცერცვაძე - შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდ არის დაცული და პანდემია არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ცხოვრების ხარისხზე
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
არჩილ მორჩილაძე - ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში სახელმწიფო შესყიდვების უმეტესობა ხელს უწყობს ქვეყანაში პოლიფარმაციას და გაუმართლებლად ზრდის დაზღვევის ღირებულებას
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2022
შეზღუდული პერიოდით “სკიო გუდაური” ბინებს არასეზონურ ფასად გაყიდის
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში ახალი მრავალფუნქციური სივრცე „კომბინატი - Combinaty“ იხსნება
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო