სერგეი ლავროვმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად აშშ-ის ვიზა მიიღო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და რამდენიმე თანმხლებმა პირმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ვიზები მიიღეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს ვიზები გადაეცა ლავროვს და რამდენიმე თანმხლებ პირს“, - განმარტავენ უწყებაში.

სამინისტროს განცხადებით, მოელიან, რომ ვიზებს დელეგაციის სხვა წევრებიც მიიღებენ.

„ჩვენ ველით ვიზების გაცემას დელეგაციის დანარჩენი წევრებისთვის, ისევე როგორც ლოგისტიკის საკითხების სწრაფ გადაწყვეტას, შეერთებული შტატების მიერ უკანონო სანქციების შეზღუდვის გათვალისწინებით, რომელიც ბლოკავს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის წარმომადგენლების ჩასვლის ლოგისტიკის საკითხებს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად