სალომე სამადაშვილი - დიპლომატიური სამსახური „ქართულმა ოცნებამ" საკუთარ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადააქცია

დიპლომატიური სამსახური „ქართულმა ოცნებამ" საკუთარ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადააქცია, ამიტომ არ მიკვირს, თუ ვინმე (სუს-ის) უარყოფითი დასკვნის მიუხედავად დანიშნეს დიპლომატიურ თანამდებობებზე, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც სუს-ის ყოფილი მოადგილის იოსებ გოგაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება ის დასკვნები, რომელიც იდებოდა ამა თუ იმ ელჩის შესახებ და ამ დასკვნების და ინფორმაციის გამოთხოვა ნდობის ჯგუფში მყოფ დეპუტატებს შეუძლიათ.

„ხაზგასმით მინდა ვთქვა, დიპლომატიური სამსახური "ქართულმა ოცნებამ" გადააქცია საკუთარ პოლიტიკურ ინსტრუმენტად, ამიტომ არ მიკვირს თუ პოლიტიკური ნიშნით გადაწყვიტეს რომელიმე დიპლომატიურ თანამდებობაზე ვინმეს დანიშვნა, უარყოფითი დასკვნის შემთხვევაშიც მიეღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მაინც დაენიშნათ. თუ ცნობად მივიღებთ იმას, რასაც ავრცელებენ რეჟიმის ყოფილი თანამშრომლები, რომ ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას რუსეთის სპეცსამსახურებს უთანხმებს "ქართული ოცნება", ცხადია, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ დიპლომატიურ სამსახურშიც რუსეთს ჰყავდეს მათთვის სანდო კადრები განწესებული "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში. გავერკვევი რა შეიძლება გაკეთდეს, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების გამოყენების გზით დამატებით რა ინფორმაცია შეიძლება იქნას მიღებული. ვფიქრობ, ნდობის ჯგუფის წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მოითხოვონ ინფორმაციაზე დაშვება, თუ არსებობს და განადგურებული არ არის უკვე, მათ შორის სუს-ის დასკვნებზე ამა თუ იმ ელჩის ბიოგრაფიაზე და საქმიანობაზე. ჩვენ ნდობის ჯგუფში არ ვართ, მაგრამ არიან ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ისარგებლებენ ამ უფლებით რომ გამოითხოვონ შესაბამისი ინფორმაცია",- განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ალბათ პრეზიდენტსაც აქვს შესაძლებლობა ამაზე ინფორმაცია გამოითხოვს.

სამადაშვილის თქმით, კარგი იქნება თუ გოგაშვილი თავად გამოაქვეყნებს ამ ინფორმაციას.

„გოგაშვილის თანახმად, მას მოსთხოვეს გაენადგურებინა ინფორმაცია, ამიტომ არ ვიცი დღეს რა ინახება სისტემაში. თუ მას აქვს შენახული შესაბამისი მასალები და გამოაქვეყნებს, ეს იქნება კარგი და საინტერესო იქნება საზოგადოებისთვისაც და ჩვენთვისაც",- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისათვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ გოგაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთის აგენტებად მხილებული პირები ელჩებად დანიშნა.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა