ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანის მოსახლეობა აცხადებს, რომ დასახლებიდან 800 მეტრში RMG Gold-ის მიერ სასარგებლო წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვებას აპროტესტებენ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანის მოსახლეობა აცხადებს, რომ დასახლებიდან 800 მეტრში RMG Gold-ის მიერ სასარგებლო წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვებას აპროტესტებენ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ აღნიშნული სამუშაოები სოფელში არსებულ გარემოს დააბინძურებს, რაც დასახლებაში ცხოვრებას პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელმა ქამრან მამედოვმა განაცხადა, დღეს სოფელ მუშევანში შეკრებილმა 100-მდე მოქალაქემ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომლითაც ისინი მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს შემდგომი რეაგირების თხოვნით.

„დღეს სოფლის კრება ჩატარდა, მომზადდა წერილი, საპროტესტო პეტიცია და განცხადება საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის სახელზე, რომელიც ამ შეკრების დროს გვინდოდა განგვეხილა და ხელი მოგვეწერა. თითქმის ყველამ, ვინც სოფელში იყო შეკრებილი, ხელი აწია იმაზე, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან RMG Gold-ის მიერ სოფელში სამუშაოების ჩატარებას. ხმის მიცემის შედეგად დავიწყეთ ხელმოწერები, სადაც 100-მდე ადამიანმა სოფელში მოაწერა ხელი იმასთან დაკავშირებით, რომ არ სურთ RMG Gold-ის სამუშაოების ჩატარება სოფლის მახლობლად“, - განაცხადა ქამრან მამედოვმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო