სერგო ჩიხლაძე - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ნაღმების ჩადება იგეგმება

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ნაღმების ჩადება იგეგმება, - ასე აფასებს “ქართული ოცნების“ დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივას პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.

ჩიხლაძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ საკანონმდებლო ინიციატივა საკმაოდ მოცულობითია, “სტრატეგია აღმაშენებლი“ მისი შესწავლის პროცესშია, რის შემდეგაც საზოგადოებას საკუთარ პოზიციას გააცნობს.

“წინმსწრებით შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლების მიერ სპეციალურად ჩადებულია ნაღმები, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას - პროექტი შეიძლება განიხილებოდეს როგორც ცენზური დაწესება. ამას რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტით, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამის გავრცელება იკრძალება. გარდა ამისა, კანონს “პასუხის უფლების“ შესახებ ჩანაწერი ემატება - “პასუხის უფლება“ ენიჭება პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მაუწყებლის პროგრამაში მასთან დაკავშირებით არასწორი ფაქტები გადასცეს.

კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მისი ინიციატორები “ქართული ოცნების“დეპუტატები არიან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო