ალუდა ღუდუშაური - კრამონი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და პირდაპირ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში - მეგობრებო, ჩვენ არ ვართ იმ რეალობაში, ვინმემ თავში წამოგვარტყას

"ქართული ოცნების" წევრის, პარლამენტის დეპუტატის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციების და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მარტო ხელისუფლების შესასრულებელი არ არის, ამას სჭირდება მეორე მხარის მზაობაც.

როგორც ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, ოპოზიცია დაცლილია პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან.

"როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის 12 - პუნქტიანი რეკომენდაცია გაიცა, პრაქტიკულად, გაცხადების მეორე დღიდან გამოვაცხადეთ მზაობა და პროცესი საქმიანი გავხადეთ - კარი გავაღეთ პოლიტიკური სპექტრისთვის. 12 პუნქტიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია დეპოლარიზაცია, რომელიც საერთო ინტერესების ჩამოყალიბებას და ქვეყნის ინტერესების უკეთ წარმოჩენას გულისხმობს.

დაახლოებით 1 თვის წინ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ერვოპარლამენტარები იყვნენ ჩამოსულები, მათ შეხვედრებზე ორივე მხარეს დეპოლარიზაციისკენ მოუწოდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ შენაერთმა ძალამ, როგორიც არის „სტრატეგია დაღმაშენებელი“, პროტესტის ნიშნად, შეხვედრა დატოვა და თქვა, რომ ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი და ღირებული ქვეყნის ხვალინდელი დღე, რაც გულისხმობს დეპოლარიზაციასო.

2 თვის წინ დავინახეთ „ჭიჭე“ ვაშაძის მოქმედება, როდესაც პარლამენტის კარებს დაუწყო ჯაჯგუნი, მუშაობა გვინდა და საშუალებას არ გვაძლევენო, რაც იყო პოლიტიკური შოუ. არ შეიძლება დეპუტატი პარლამენტის შენობაში იქცეოდეს ისე, როგორც არ მოიქცევა მცირეწლოვანი ბავშვი, სადღაც გასართობად. ამის მიუხედავად ეს ადამიანები, არც ერთ სამუშაო პროცესში არ მონაწილეობენ. უამრავი მნიშვნელოვანი ანგარიში მოისმინა პარლამენტმა, სად იყვნენ ეს ადამიანები? - თითო-ოროლა დეპუტატი თუ დაეხეტება ოპოზიციიდან. არ ვიცი, ამაზე მნიშვნელოვანი საქმე, რა აქვთ. როგორც ჩანს, ვერ წამოწვნენ კომფორტულად, ლეიბები ვერ იშოვეს", - განაცხადა ღუდუშაურმა.

გადაცემაში მან ასევე ისაუბრა ევროპარლამენტარების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ განცხადებებზე და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარი ვილოა ფონ კრამონი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და პირდაპირ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში.

მისი განცხადებით, ევროპარლამენტარების კრიტიკულ გამონათქვამებზე ხელისუფლებას რეაქცია ექნება და "ამას უნდა შეეგუონ".

"ევროპარლამენტი არ უნდა გააიგივოთ ცალკეულ დეპუტატებთან, ნებისმიერი პირი რაოდენ მაღალი სტატუსის მატარებელიც არ უნდა იყოს. ნაბიჯები რომლებიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის იმიჯის შელახვისთვის, ამ დროს ვალდებულება წარმოგვეშვება. მე ძალიან მაოცებს ოპოზიციაში ჟრიამული, ცალკეული პირების გამონათქვამებზე, რომელიც აზიანებს შენი ქვეყნის ინტერესებს, აქ კითხვა არ უჩნდებათ და ტაშს უკრავენ, ეს არის სირცხვილი. ჩვენთვის მთავარია ჩვენი ქვეყნის ინტერესი. პოლიტიკური ძალა, რომელიც მართავს დღეს ქვეყანას „ქართული ოცნების“ სახით, ეს ქვეყნის არჩევანია. ყველამ ნება იბოძოს და პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანს.

ვიოლა ფონ კრამონის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომელი დემოკრატიული ქვეყნის იმიჯში ჯდება ან რომელი სამართლებრივი ნორმით რეგულირდება? უცხო ქვეყნის მოქალაქეა, პირდაპირ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში. ჩარევაა ის, როდესაც იძახის „მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ თურმე ხელისუფლება მიიტაცა“. ქართველმა ხალხმა მიიტაცა ხელისუფლება? თურმე ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნიდან უნდა წავიდეს, იმიტომ რომ ფონ კრამონს არ მოსწონს.

როდესაც ამბობს, რომ ჩვენს მიერ მიღებული კანონი არ მოსწონს და აქვე დასაბუთება არ მოაქვს, ჩვენთვის ეს არის მიუღებელი. ევროპარლამენტარების, მათ შორის კრამონის განცხადება, ირაკლი კობახიძესთან მიმართებაში, ასევე კუბილიუსის განცხადებები. მეგობრებო, ჩვენ არ ვართ იმ რეალობაში, როდესაც ვინმემ თავში წამოგვარტყას, ქართველი ხალხის ნებას არ სცეს პატივი და ასე აბუჩად აიგდოს ქვეყნის ინტერესები. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენს ირაკლი კობახიძე, მოსწონს თუ არა კუბილიუს ან სხვას, ეს არის მეათე ხარისხოვანი. მათ გამონათქვამებზე ჩვენ გვექნება რეაქცია და ამას უნდა შეეგუონ", - განაცხადა ღუდუშაურმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო