გიორგი ვაშაძე - შალვა პაპუაშვილი არაფრის მაქნისი მარიონეტია, ელემენტარულ გადაწყვეტილებებსაც კი ვერ იღებს, იცით როგორ გადაწყვეტილებებს? მე შეიძლება შევიდე თუ არა ხათუნა სამნიძის ნაცვლად ბიუროზე

ვინ ეკითხება პაპუაშვილს ვის აირჩევენ სახალხო დამცველად?! შალვა პაპუაშვილი არაფრის მაქნისი მარიონეტია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე მხოლოდ იმიტომ დასვეს, რომ ყველა დავალება შეასრულოს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, შალვა პაპუაშვილი უმნიშვნელო საკითხებზეც ვერ იღებს გადაწყვეტილებას და როგორც ინფორმაცია მაქვს, მასთან არც სხვა ოპოზიციური ჯგუფები აპირებენ დამატებით კონსულტაციებს.

"მასთან ერთ-ორ შეხვედრაზე ვარ ნამყოფი, სადაც მახსოვს, რომ ელემენტარულ გადაწყვეტილებებსაც კი ვერ იღებდა საკუთარ თავზე შეთანხმების გარეშე, იცით, როგორ გადაწყვეტილებას? - მე შეიძლება შევიდე თუ არა ხათუნა სამნიძის ნაცვლად ბიუროს სხდომაზე, ამასაც კი ვერ წყვეტს ეს კაცი, სანამ არ შეათანხმებს. ამიტომ ამ ადამიანთან შეხვედრა არის უბრალოდ სირცხვილი, არცერთ შემთხვევაში ამ ფარსში მონაწილეობას არ იღებს "სტრატეგია აღმაშენებელი". კანონით, რომლითაც მათ დამატებითი ბიუროკრატია შემოიტანეს სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, ერთადერთ მიზანს ისახავს, როგორმე ჩაშალონ სამოქალაქო სექტორის მიერ ინიცირებული პროცესი. უფრო მეტიც, შვიდი კანდიდატის წარდგენის ვალდებულება რომ გააკეთეს, მიზანია პროცესი ისე ჩაშალონ, რომ მრავალრაუნდიანი ჩაშლა იყოს. მე როგორც ვიცი, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, რაც ოპოზიციასთან გვქონდა, ის ფართო ჯგუფი არანაირი დამატებით შეხვედრაში მონაწილეობას არ აპირებს, გუშინ ასე ვისაუბრეთ",- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისათვის, შალვა პაპუაშვილი დღეს გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" გადაწყვეტილებას, რომ მონაწილეობას არ მიიღებენ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებულ პროცესში. მისი შეფასებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ზღვარს არის გაცდენილი.

„ვხედავ, რომ „რეფორმების ჯგუფის“ ხელმძღვანელს, ხათუნა სამნიძეს სადავეები გაექცა პოლიტიკურ ჯგუფში და ვეღარ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარი ჯგუფის წევრებზე, რომლებიც, სამწუხაროდ, ყველა ზღვარს არიან გაცდენილი, მათ შორის ეთიკურობის კუთხით",- განაცხადა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა