ანრი ოხანაშვილი “ლელოს" ინიციატივაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ - პოლიტიკურ სცენას ცირკად ვერ ვაქცევთ

პოლიტიკურ სცენას ცირკად ვერ ვაქცევთ,- ასე ეხმიანება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი "ლელოს" ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციას აქვს საკმარისი რესურსი, რომ საგამოძოებო კომისია შექმნას.

"ჩვენ ჭორაობაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. რაც ობიექტურად არ ქმნის სარწმუნო საფუძველს ამაზე პოლიტიკურ სცენას ცირკად ვერ ვაქცევთ. ოპოზიციას აქვს იმის რესურსი, რომ მათ შექმნან შესაბამისი საგამოძიებო კომისია. მიიღონ გადაწყვეტილება და დაუჭირონ მხარი ერთმანეთს, შექმნან ასეთი კომისია თუ სურვილი აქვთ",- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, "ლელო" საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის კავშირების დასადგენად საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. „ლელოს“ ცნობით, წინასწარი კონსულტაციების შედეგად, საგამოძიებო კომისიის შექმნას ჯამში 53 დეპუტატი უჭერს მხარს, რაც მისი შექმნისთვის საკმარისია. ცნობილია, რომ ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე მხარს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"," სტრატეგია აღმშენებელი," პარტია "საქართველოსთვის", "გირჩი" და დამოუკიდებელი დეპუტატები დაუჭერენ.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა