ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა გადაწყვეტილებას ხმაური და დაპირისპირება მოყვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა გადაწყვეტილებას ხმაური და დაპირისპირება მოყვა. 2018 წელს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე მოსამართლეთა კოლეგიამ ალექსანდრე ტოგონიძეს 17 წლით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება მას მეგობრის განზრახ მკვლელობას ედავება.

მსჯავრდებულის ახლობლებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

ოჯახი ბრალს უსამართლოს უწოდებს. მათი თქმით, საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რაც ტოგონიძის ბრალეულობას დაამტკიცებს, ამიტომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირი ამტკიცებს, რომ საქმის მთავარი მტკიცებულება - მისი აღიარება პოლიციამ წამების შედეგად მოიპოვა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა