აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მზადაა, სომხეთს 100-მდე სამხედროს ცხედარი გადასცეს

აზერბაიჯანის რესპუბლიკა გამოხატავს ერთგულებას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჰუმანიზმის ღირებულებებისადმი, სომხეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მზადაა 100-მდე სომეხი ჯარისკაცის ცხედრის გადასაცემად, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სახელმწიფო კომისიაში განაცხადეს.

მათივე განცხადებით, აღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები მაშინ დაიღუპნენ, როდესაც აზერბაიჯანმა 12-13 სექტემბერს „ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ პროვოკაცია აღკვეთა“.

„ამასთან დაკავშირებით ინფორმირებულია წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო კომიტეტიც“, - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე შეტაკებები მოხდა. სომხეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათი მხრიდან დაღუპულია 49 ადამიანი. აზერბაიჯანი კი აცხადებს, რომ შეტაკებებს მათი 50 სამხედრო ემსხვერპლა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის