თორნიკე რიჟვაძე სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით რესურსცენტრის წარმომადგენლებს და პედაგოგებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ახალ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით რესურსცენტრის წარმომადგენლებს და პედაგოგებს შეხვდა.

აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს მზაობა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით და იმსჯელეს იმ ღონისძიებებზე, რაც ამ მიმართულებით რეგიონში განხორციელდა.

„ზაფხულის განმავლობაში, განათლების სამინისტროს ხელშეწყობით, აქტიურად ტარდებოდა ტრენინგები და პედაგოგთა გადამზადების კურსები. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, აშენდა 4 ახალი საჯარო სკოლა, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია კი 28 სკოლას ჩაუტარდა.

გასულ სასწავლო წელს ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა, სადაც ამ ეტაპზე 900-მდე ბავშვია დარეგისტრირებული. ასევე, უკრაინელი ბავშვები ბათუმის სხვა საჯარო სკოლებშიც შეუერთდებიან ახალ სასწავლო წელს სწავლას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს