გორის მერია - მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხანდაზმულებისთვის სოციალური პროექტი ხორციელდება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხანდაზმულებისთვის სოციალური პროექტი ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი, რომელიც "საქართველოს სამარიტელთა კავშირთან" თანამშრომლობით ხორციელდება, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა, სოციალურად დაუცველი და დევნილი ხანდაზმულების შინმოვლის სერვისით უზრუნველყოფას გულისხმობს.

„90-მდე ბენეფიციარს პროფესიონალი მედიკოსები ბინაზე უზრუნველყოფენ სამედიცინო, სარეაბილიტაციო, ფსიქოლოგიური და სოციალური მომსახურებით.

პროექტი, რომლის მიზანიც ხანდაზმულების ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობაა, გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

მიმდინარე წელს, უწყება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჯამში 15 ინიციატივას აფინანსებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა