სერგო ჩიხლაძე - პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და ჩვენ უნდა დავსხდეთ ჭკვიანი სახით და ვისაუბროთ, არის ახლა დრო ხელისუფლების ცვლილებისო? - ახლა უნდა ვისაუბროთ, ახლა უნდა ვიმოქმედოთ

80 მილიონი სადღაც ჩაესხმება, კორუფციულ სქემებში წავა - თავდაცვაში მიუგდებენ რაღაცას და მერე აღმოჩნდება, რომ ბათინკები არ აქვთ თურმე ჯარისკაცებს , - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

სერგო ჩიხლაძემ მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ პრიორიტეტები უნდა გამოიყოს და ისე უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტში არსებული თანხა.

„დღესაც გიორგის [ვაშაძეს] ჰქონდა ბრიფინგი, როგორ დაიხარჯოს მილიარდ 200 მილიონი, კი არ გაიბნეს, არამედ პრიორიტეტები გამოვყოთ - თავდაცვისუნარიანობა, პენსიონერებზე მიზნობრივი დახმარება.

ამ ვითარებაში, თავდაცვისთვის 80 მილიონი არაფერია. 80 მილიონი სადღაც ჩაესხმება, კორუფციულ სქემებში წავა, 30 მილიონი სადღაც, ორი კაპიკი კიდევ სადღაც და საბოლოოდ ხალხამდე სად მივა? ვინმე იგრძნობს ამ მილიარდ ორასი მილიონს? მე, თქვენ, ჩემი მეგობრები იგრძნობენ? - არ იგრძნობენ. ყველაფერი დაიკარგება. იქ მისცემენ აზარაშვილს 6 - მილიარდიან ბიუჯეტს, წაუმატებენ კიდევ 50 მილიონს, თითქოს 6 მილიარდი ხომ ეფექტურად დახარჯა ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით. აქეთ თავდაცვას მიუგდებენ რაღაცას და მერე აღმოჩნდება, რომ ბათინკები არ აქვთ თურმე ჯარისკაცებს. თავდაცვის მინისტრი გამოვა და გვეტყვის, მე „ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრი ვარო, პირდაპირ ეთერში ვნახეთ ეს. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, რომ ახლა ვადამდელი არჩევნების დრო არ არის და მინისტრი უნდა გვყავდეს, რომელიც აცხადებს, რომ მხოლოდ იმისი მინისტრია, ვინც მაგათი მომხრეა.

ასევე უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი გვყავს, რომელიც ბესედებს და ბორტნიკოვებს მასპინძლობს თურმე, სუფრას უშლის და მწვადებს აჭმევს“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სწორედ ახლა არის დრო, რომ ვისაუბროთ ხელისუფლების ცვლილებებზე ხელთ არსებული ყველა ბერკეტით.

„პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, რომელიც აცხადებს, რომ ისეთი არნახული ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რომ ყოველი მეხუთე მოქალაქე საზღვარგარეთ არის გაქცეული და ვისაც საშუალება აქვს, ყველა გარბის და ჩვენ ახლა უნდა დავსხდეთ ჭკვიანი სახით და ვისაუბროთ, რომ „არის ახლა დრო ხელისუფლების ცვლილების“? არა, ვაცადოთ კიდევ ერთი-ორი წელი, გადაგვჩეხონ კარგად, რუსეთი კარგად შემოვიდეს აქ და მერე ვისაუბროთ ხელისუფლების ცვლილებაზე.

ახლა უნდა ვისაუბროთ, ახლა უნდა ვიმოქმედოთ ყველა ჩვენ ხელთ არსებული ბერკეტებით, იქნება ეს საპარლამენტო მუშაობა, აქციები, საგამოძიებო კომისიები, მედიასთან თუ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა. ფუქსავატური ფრაზები რომ დავსხდეთ და რაღაც ჭკვიანურ თემებზე ვიმსჯელოთ, როდესაც ქვეყანა იჩეხება და თურმე ახლა ამის დრო არ არის და ღარიბაშვილს და ივანიშვილს ვაცადოთ, რა კარგად გადაჩეხოს ქვეყანა, აი ეს არის მავნებლობა“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა