ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნას 35 დეპუტატი შეუერთდა

სომხეთის პარლამენტის ოპოზიციური ბლოკების, „სომხეთი“ და „მაქვს პატივი“ წარმომადგენლების განცხადებით, ხალხის მოთხოვნას პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომასთან დაკავშირებით მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ არცერთი წევრი არ შეუერთდა.

ოპოზიციონერი დეპუტატები ეროვნული ასამბლეის შენობიდან მომიტინგეებთან გავიდნენ და განუცხადეს, რომ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნას ხელი უკვე 35-მა დეპუტატმა მოაწერა, თუმცა მათ შორის არ არის მმართველი პარტიის წარმომადგენელი.

დეპუტატმა არამ ვარდევანიანმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ისინი ეროვნული ასამბლეის შენობაში მხოლოდ იმიტომ შევიდნენ, რომ მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატებს დალოდებოდნენ, რომლებიც მოქმედი პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნას უნდა შეერთებოდნენ, თუმცა არცერთი მათგანი არ გამოჩენილა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის შენობაში დარჩებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება