აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება მიმოიხილეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დღის წესრიგის პირველ საკითხად 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება მიმოიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამისი მოხსენება ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა.

როგორც ჯაბა ფუტკარაძემ აღნიშნა, 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შემოსულობები 209 246 300 ლარია. დაზუსტებული გეგმა 192 198 700 ლარით განისაზღვრა, რაც 108,9 პროცენტით შესრულდა. ბიუჯეტი საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 116,8, ხოლო სხვა შემოსავლების გეგმა 100,6 პროცენტითაა შესრულებული.

„საბიუჯეტო პარამეტრების გარდა, მინისტრმა ყურადღება რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს საინვესტიციო, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა. კომიტეტის წევრთა შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ სამეურნეო წლის ბოლომდე ბიუჯეტი ყველა კომპონეტში სრულად იქნება ათვისებული.

კომიტეტმა წარმოდგენილი მიმოხილვა ცნობად მიიღო.

სხდომაზე პეტიცია – „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში საბავშვო ბაღის მშენებლობის თაობაზე“ (პეტიციის ავტორი: ალექსანდრე ლორთქიფანიძე) საფინანსო–საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინე გვიანიძემ წარმოადგინა. პეტიციას 212 მოქალაქე აწერს ხელს.

ავტორთან ერთად დეტალებზე მსჯელობის შემდეგ, კომიტეტის გადაწყვეტილებით, პეტიცია მოსაზრებებისთვის აჭარის მთავრობასა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს გადაეგზავნება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა