ზუგდიდში მე-12 რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, მოადგილეებთან ერთად, ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს, ახლად რეაბილიტირებული ზუგდიდის მე-12 საჯარო სკოლიდან მიულოცეს. აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მე-12 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

„მივესალმები ჩვენ საოცარ მომავალ თაობას, მშობლებს, პედაგოგებსა და განსაკუთრებით პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად შეაბიჯებენ ამ სკოლაში, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სწავლისა და ცოდნის საოცარ სამყაროში და გვიხარია, რომ თქვენი პირველი ნაბიჯები სკოლაში, იქნება კეთილმოწყობილ, რეაბილიტირებულ გარემოში, სადაც თითოეულ თქვენგანს ექნება შესაძლებლობა მიიღოს სრულყოფილი განათლება. მინდა ასევე გულითადად მივესალმო მეთორმეტე კლასელებს, რომლებიც სულ მალე მათ საყვარელ სკოლას დატოვებენ და ჩვენ დარწმუნებული ვართ ამ სკოლიდან ძალიან კარგი განათლებითა და აკადემიური მოსწრებით ისინი გაიკვლევენ გზას კიდევ უფრო მეტი წარმატებისკენ. დიდ მადლობას გიხდით მასწავლებლებს, ვისაც გაბარიათ ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის სულიერი და ფიზიკური აღზრდა, თქვენ ძალიან დიდ შრომას დებთ და ეს რა თქმა უნდა, შეუფასებელია თაობების მიერ. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისი იდეითაც, ნახევარი საუკუნის შემდეგ ამ სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მამუკა წოწერიამ.

ზუგდიდის მერიის განცხადებით, მე-12 სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.

ამასთან, სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

მიმდინარე წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 3 სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო