სტეფან გრიგორიანი - თუ გაირკვა, რომ ფაშინიანმა აზერბაიჯანთან ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით ბაქოს პირობებზე შეთანხმებას ხელი მოაწერა,  სომხეთში ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალი იქნება

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებული სამხედრო კონფლიქტის მიზეზებსა და იმაზე, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები აზერბაიჯან-სომხეთს შორის, მათ შორის სომხეთში, ერევანში ფაშინიანის წინააღმდეგ დაწყებული აქციების შემდეგ, „ინტერპრესნიუსი“ "გლობალიზაციისა და რეგიონული კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელს, სტეფან გრიგორიანს ესაუბრა.

- ბატონო სტეფან, წესით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირების ვითარებებზე უნდა დაგვეწყო საუბარი, მაგრამ რადგან ახლა არანაკლებ აქტუალური საკითხია პრემიერ ფაშინიანის განცხადება, შემდეგ ამ განცხადების უარყოფა, ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, უმჯობესი იქნება თუ ამ თემით დავიწყებთ საუბარს.

რა განაცხადა ფაშინიანმა და რა გახლდა მიზეზი იმისა, რომ ამ განცხადების შემდეგ ერევანში მრავალათასიანი მიტინგები დაიწყო ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით?

- ყველასათვის ცნობილია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო ომი სომხეთმა და ყარაბაღმა წააგო, რამაც საკმაოდ გაართულა ვითარება სომხეთის შიდა პოლიტიკა. 2020 წლის ომის შემდეგ მთელი 2021 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი თავისი სამხედრო ძალებით ცდილობდა სომხეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიმართულებით პოზიციების დაკავებას.

ამ პროცესების ფონზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, თითქოს იყო პოზიტიური დინამიკა, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც გაიმართა, რომლებმაც ორ ქვეყანას შორის შეთანხმების დოკუმენტზე დაიწყეს მუშაობა ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს მონაწილეობით, მაგრამ აზერბაიჯანი ულტიმატიურად ითხოვდა სომხეთისაგან არა მხოლოდ ყარაბაღის სტატუსზე უარის თქმას, არამედ ისეთ საკითხებში დათმობებს, რომელიც ლაჩინის კორიდორსა და ასევე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის საკითხებს უკავშირდება.

სომხეთი რეგიონში მარტოა დარჩენილი, ამან განაპირობა ის, რომ აზერბაიჯანი ახლა კიდევ უფრო აქტიურად მოქმედებს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ძალისმიერი მეთოდებით გადასაწყვეტად

გასაგებია, რომ აზერბაიჯანი ომში გამარჯვებული მხარეა, მას ეხმარება თურქეთი, რბილად რომ ვთქვათ, რუსეთმა მხარი არ დაუჭირა სომხეთს. მეტიც, მოსკოვი ახლა აქტიურად და კოორდინირებულად მუშაობს აზერბაიჯანთან. სომხეთი რეგიონში მარტოა დარჩენილი, ამან განაპირობა ის, რომ აზერბაიჯანი ახლა კიდევ უფრო აქტიურად მოქმედებს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ძალისმიერი მეთოდებით გადასაწყვეტად. ამ პროცესების ფონზე აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებებით შეძლო სომხეთის ტერიტორიაზე პოზიციების დაკავება.

- რა ტერიტორიები დაიკავა აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიაზე?

- მე იმას გეტყვით, რაც პრემიერმა ფაშინიანმა გუშინ საღამოს ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრაზე თქვა. პრემიერმა ჩვენთან და პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიის 11 კილომეტრი დაიკავა.

მათ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის გასწვრივ მნიშვნელოვანი სიმაღლეები და საგუშაგოები დაიკავეს. ცეცხლს უხსნიან სომხურ პოზიციებს. ამას უკვე ადასტურებს აშშ, კანადის, ევროკავშირის განცხადებებიც. სიტუაცია მართლაც კრიტიკულია. ყველა ითხოვს აზერბაიჯანისგან ცეცხლის შეწყვეტას.

- რის მიღწევას ცდილობს აზერბაიჯანი ამ სიმაღლეების დაკავებით?

- აზერბაიჯანს სურს ერევანმა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც რუსეთის შუამავლობით მზადდებოდა. საუბარია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე.

სომხეთი ამ შეთანხმების ორ პუნქტს არ თანხმდება ერევანს ამ შეთანხმებაში საუბარი იყოს ყარაბაღზე, იმაზე, რომ მხარეები ყარაბაღის სტატუსის საკითხს სამომავლოდ გადადებენ. სომხეთის ხელისუფლების მტკიცებით, ერევნის ეს წინადადება ბაქომ თავიდან მიიღო, შემდეგ კი, სამხედრო დაპირისპირების დაწყების წინ უარი თქვა.

კიდევ არის ერთი პუნქტი, რომელზეც ერევანი და ბაქო ვერ თანხმდებიან, გახლავთ ზანგეზურის კორიდორი, რომელიც აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს ხმელეთით დაუკავშირდეს ნახჭევანსა და თურქეთს. საუბარია სომხეთის ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქ მეღრიზე გამავალ გზაზე, რომელიც სომხეთ-ირანის საზღვარზე მდებარეობს.

კიდევ არის ერთი პუნქტი, რომელზეც ერევანი და ბაქო ვერ თანხმდებიან, გახლავთ ზანგეზურის კორიდორი, რომელიც აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს ხმელეთით დაუკავშირდეს ნახჭევანსა და თურქეთს. საუბარია სომხეთის ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქ მეღრიზე გამავალ გზაზე, რომელიც სომხეთ-ირანის საზღვარზე მდებარეობს

ამ საკითხში სომხეთის პოზიცია ასეთია - კი ბატონო იარსებოს კორიდორმა აზერბაიჯანსა და ნახჭევან-თურქეთს შორის, მაგრამ მასზე კონტროლი სომხეთს უნდა ჰქონდეს. ამ გზაზე არსებობს სახმელეთო და სარკინიგზო კორიდორი, რომელიც ქალაქ მეღრიზდე გადის.

აზერბაიჯანი ამ კორიდორს ზანგეზურის კორიდორს ეძახის და არ თანხმდება მასზე სომხეთის კონტროლს. ეს გახლავთ ის პუნქტი, რომელსაც პრემიერი ფაშინიანი და მისი ხელისუფლება არ თანხმდება. არ თანხმდება იმის გამო, რომ ასეთ შემთხვევაში სომხეთი სახმელეთო კავშირს დაკარგავს ირანთან.

აზერბაიჯანი ამ კორიდორს ზანგეზურის კორიდორს ეძახის და არ თანხმდება მასზე სომხეთის კონტროლს. ეს გახლავთ ის პუნქტი, რომელსაც პრემიერი ფაშინიანი და მისი ხელისუფლება არ თანხმდება. არ თანხმდება იმის გამო, რომ ასეთ შემთხვევაში სომხეთი სახმელეთო კავშირს დაკარგავს ირანთან

- რაც შეეხება პრემიერ ფაშინიანის განცხადებას, ამაზე რას გვეტყვით?

- ვიდრე პრემიერის განცხადებაზე გეტყვით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ახლა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს იმის გამო, რომ სომხეთს არ უნდა ზანგეზურის კორიდორზე კონტროლი აზერბაიჯანის ხელში გადავიდეს. სომხეთი მზადაა ხელი შეუწყოს აზერბაიჯანსა და თურქეთს ერთმანეთთან ჰქონდეთ სახმელეთო კომუნიკაციის საშუალება, მაგრამ არ უნდა მის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებს, ვთქვათ რუსეთს, ან კიდევ სხვას ჰქონდეს კონტროლის საშუალება.

რაც შეეხება ფაშინიანის განცხადებას. გუშინ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა ამ თემებზე. მის გამოსვლაში იყო ელემენტები, რომ სომხეთმა ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოაწერა. არადა, ის ამ საკითხებზე მსჯელობდა, მაგრამ ხალხმა აღიქვა, რომ მას უკვე ჰქონდა შეთანხმებაზე ხელი მოწერილი.

ხალხმა ფაშინიანის მსჯელობა პარლამენტში გამოსვლისას ზანგეზურთან დაკავშირებით აღიქვა, როგორც ფაქტად იმაზე, რომ ფაშინიანს უკვე ჰქონდა ხელი მოწერილი შეთანხმებაზე. ამან გამოიწვია ერევანში მიტინგების დაწყება

მე ვიცოდი, რომ ამ ორ პუნქტს ფაშინიანი არ თანხმდებოდა, მაგრამ პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ მძიმე სიტუაციაა, სომხეთს უჭირს წინააღმდეგობის გაწევა, აზერბაიჯანს ძლიერი ჯარი ჰყავს, ჩვენ რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. მას მსჯელობა იმისკენ მიჰყავდა, რომ მსოფლიოში და რეგიონში არსებული გარემოებების გამო სომხეთი უნდა წავიდეს სერიოზულ ახალ დათმობებზე. ეს აღარაა, დათმობები, რომელზეც იძულებული ვიყავით წავსულიყავით 2020 წლის ომის შემდეგ ყარაბაღთან დაკავშირებით. ეს ახალი დათმობებია.

ხალხმა ფაშინიანის მსჯელობა პარლამენტში გამოსვლისას ზანგეზურთან დაკავშირებით აღიქვა, როგორც ფაქტად იმაზე, რომ ფაშინიანს უკვე ჰქონდა ხელი მოწერილი შეთანხმებაზე. ამან გამოიწვია ერევანში მიტინგების დაწყება.

- მოდით დავაზუსტოთ- პრემიერმა ფაშინიანმა ხელი მოაწერა შეთანხმებას თუ არა?

- არ ვიცი. აგიხსნით რატომ არ ვიცი. გუშინ პრემიერმა ფაშინიანმა ექსპერტთა ჯგუფი მასთან შეხვედრაზე მიგვიწვია. ამ შეხვედრაში მეც ვმონაწილეობდი. სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა ეს შეხვედრა.

ფაშინიანს ჯერ ხელი არაფერზე არ აქვს მოწერილი, მაგრამ იგი ძლიერი ზეწოლის ქვეშ იმყოფება

ამ შეხვედრაზე, პრემიერმა თქვა, რომ მას ხელი არაფერზე არ მოუწერია და აგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას. მან ასევე თქვა, რომ აზერბაიჯანსა დ ა სომხეთს შორის ახლა მიმდინარე სამხედრო ესკალაცია ნაწილობრივ ზანგეზურის კორიდორის თემას უკავშირდება.

ამ შეხვედრის შემდეგ დაახლოებით 10 საათზე დაიწყო ერევანში მიტინგი. მიტინგის მიზეზი გახდა ის, რომ ხალხმა მისი საუბარი აღიქვა, როგორც შეთანხმებაზე ხელმოწერის ფაქტად. ჩემი აზრით, ფაშინიანს ჯერ ხელი არაფერზე არ აქვს მოწერილი, მაგრამ იგი ძლიერი ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

- როგორც ვხდები ახლა სამხედრო დაპირისპირება ზანგეზურის კორიდორზე კონტროლს მოსაპოვებლად მიმდინარეობს...

- მნიშვნელოვანი დეტალი გახლავთ ის, რომ რეალურად აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის სამხედრო დაპირისპირება არა ზანგეზურის კორიდორში, არამედ უფრო მაღლა, ამ ტერიტორიებიდან მოშორებით მიმდინარეობს. კერძოდ, ბემრუდის რაიონში, სევანის ტბის ქვემოთ. ამ რაიონში აზერბაიჯანი წინ მიიწევს, მაგრამ, ჩემი აზრით, ასე ცდილობს ბაქო ერევანზე ზეწოლას.

- 15-16 სექტემბერს სამარყანდში შანხაის სამიტია დაგეგმილი. მასში ფაშინიანისა და ალიევის გარდა მონაწილეობა პუტინმა და ერდოღანმა უნდა მიიღონ.

თქვენი აზრით, შექმნილ ვითარებაში ფაშინიანი სამარყანდში შანხაის სამიტზე გაემგზავრება?

- არ გაემგზავრება.

- როგორ განვითარდება პროცესები ერევანში?

- გუშინ ერევანში გაიმართა სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომა. მანამდე სომხეთი შეცდომას უშვებდა, როცა აზერბაიჯანის გააქტიურების ყველა შემთხვევაში იმედებს რუსეთზე, როგორ შუამავალზე ამყარებდა. ახლა სომხეთმა დახმარებისთვის გაეროს მიმართა. არადა, ცხადია იყო რომ რუსეთის შუამავლობა შეცდომა იყო, რადგან მას რეგიონში თავისი ინტერესები აქვს.

გუშინ გაეროში სომხეთ-აზერბაიჯანის თემაზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, ახლა მიდის ტექსტზე მუშაობა. ტექსტის საბოლოო ვარიანტი ჯერ არ გავრცელებულა.

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მათ შეაჩერეს სამხედრო მოქმედებები იმის გამო, რომ ფაშინიანმა შეთანხმებას ხელი მოაწერა. უახლოეს მომავალში გავიგებთ რეალურად რა ხდება

გუშინ ღამის პირველ საათზე სომხეთის უშიშროების მდივანმა არმენ გრიგორიანმა, რომელიც პრემიერის ექსპერტებთან შეხვედრას ესწრებოდა, განაცხადა - საერთაშორისო შუამავლების დახმარებით აზერბაიჯანმა შეაჩერა სამხედრო მოქმედებები. რეალურად ასეა თუ არა, დღეს ვნახავთ.

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მათ შეაჩერეს სამხედრო მოქმედებები იმის გამო, რომ ფაშინიანმა შეთანხმებას ხელი მოაწერა. უახლოეს მომავალში გავიგებთ რეალურად რა ხდება.

- თქვენთან დაკავშირებამდე წავიკითხე, რომ 35 დეპუტატმა ხელი მოაწერა მოთხოვნას ფაშინიანის გადადგომის შესახებ. როგორც ვხდები სომხეთში შიდა ვითარება კიდევ უფრო იძაბება.

გარდა ამისა, თუ სწორად მივხდი - ახლა სომხეთს იმედი აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევის და არა რუსეთის?

- მე ასე ვიტყოდი - რუსეთისაც და საერთაშორისო თანამეგობრობისაც. გაეროს უშიშროების საბჭოში სომხეთს მხარი საფრანგეთმა დაუჭირა. სხვათა შორის, ახლა უშიშროების საბჭოს საფრანგეთი თავმჯდომარეობს. ასევე ძალიან სერიოზულად გვეხმარება აშშ. კარგია რომ საომარი მოქმედებების შეჩერებას საერთაშორისო პარტნიორები ცდილობენ.

რაც შეეხება ოპოზიციას. ახლა ოპოზიცია ცდილობს ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნას ხელი მმართველი გუნდის 18-მა წევრმა მოაწეროს. ასეთ შემთხვევაში ოპოზიციას 50%-ს პლუს 1 მანდატი ექნება.

ახლა ოპოზიცია ცდილობს ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნას ხელი მმართველი გუნდის 18-მა წევრმა მოაწეროს. ასეთ შემთხვევაში ოპოზიციას 50%-ს პლუს 1 მანდატი ექნება

- ამის ალბათობა რამდენად დიდია?

- ამ ეტაპზე ამის ალბათობას ვერ ვხედავ, მაგრამ, ახლა ბევრი რამ ძალიან სწრაფად იცვლება. მხოლოდ ერთ დეტალზე შევჩერდები. ოპოზიცია დიდი ხანია ითხოვს ფაშინიანის გადადგომას, მაგრამ მათ მიტინგებზე 5-7 ათასი ადამიანის მეტი არ იკრიბებოდა. მაგრამ, გუშინ იმდენი ხალხი მივიდა, რაზეც ოპოზიცია ვერც კი იოცნებებდა.

- დაახლოებით რამდენი ხალხი შეიკრიბა?

- ზუსტად ძნელია თქმა, მაგრამ, ჩემი შეფასებით 30-40 ათასი მოქალაქე იყო მიტინგზე. ამდენი ხალხი პარლამენტის წინ მოედანზე იყო შეკრებილი. მეორე მიტინგზე „რესპუბლიკის მოედანზე,“ პრემიერის ოფისის წინ ასევე იყო საკმაოდ დიდი მრავალათასიანი მიტინგი.

წაგებულ ომს ობიექტური მიზეზები ჰქონდა, მაგრამ ამას დაემატა ფაშინიანის გუნდის სახელმწიფო საქმეების მართვის არცოდნა. და ეს მაშინ, როცა, აზერბაიჯანი რთული და აგრესიული მოთამაშეა

რაც შეეხება პრემიერ ფაშინიანს. საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ სომხეთმა მისი ხელმძღვანელობის დროს წააგო ომი. სრულიად ცხადია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან ვერ შეძლო სერიოზული გუნდის შეკრება. ხელისუფლებაში ახალგაზრდა ხალხი კი მოიყვანა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ გარდა იმისა, რომ გამოცდილება აკლდათ, სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდნენ პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის.

ფაშინიანს მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდა და ხელისუფლებაში ვინც უნდოდათ ის ხალხი მოიყვანა, მაგრამ პოლიტიკური პროცესებისა და სახელმწიფოს მართვის უნარები არ აღმოაჩნდათ. წაგებულ ომს ობიექტური მიზეზები ჰქონდა, მაგრამ ამას დაემატა ფაშინიანის გუნდის სახელმწიფო საქმეების მართვის არცოდნა. და ეს მაშინ, როცა, აზერბაიჯანი რთული და აგრესიული მოთამაშეა.

- სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები ქვეყნის შიგნით და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?

- ქვეყნის შიგნით დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზრდება. სომხეთი ახლა სუსტი ქვეყანაა, ფაშინიანი იძულებული იქნება ახალ დათმობებზე წავიდეს. მას სხვა გამოსავალი არ ექნება. თუ დათმობებზე რა წვა, აზერბაიჯანი გააგრძელებს სამხედრო მოქმედებებს.

- ანუ, საქმე ვადამდელ არჩევნებამდე მივა?

- ჩემი აზრით, სავარაუდოდ, საქმე ვადამდელ არჩევნებამდე არ მივა. მმართველ გუნდში ცვლილებები მოხდება.

სომხეთი ახლა სუსტი ქვეყანაა, ფაშინიანი იძულებული იქნება ახალ დათმობებზე წავიდეს. მას სხვა გამოსავალი არ ექნება. თუ დათმობებზე აწავა, აზერბაიჯანი გააგრძელებს სამხედრო მოქმედებებს

- საქმე ვადამდელ არჩევნებამდე არ მივა იმის გამო, რომ ფაშინიანი თავის გუნდში სერიოზულ ცვლილებებს განახორციელებს?

- თუ ფაშინიანი ხელისუფლების მმართველ გუნდში სერიოზულ ცვლილებებს არ განახორციელებს, იძულებული იქნება წავიდეს, ანუ გადადგეს. ასე იქნება იმის გამო, რომ დაძაბულობა მზარდი იქნება, არჩევნების ჩატარება ვერ მოესწრება.

თუ ფაშინიანმა მმართველ გუნდში ცვლილებები განახორციელა და შეინარჩუნა ძალაუფლება, გარე ძალები მას დათმობებზე წასვლას აიძულებენ, მაშინ ფაშინიანი ძალაუფლებას დაკარგავს. მაგრამ, ახლა მთავარი ისაა, ეს როგორ მოხდება - ხალხის ზეწოლით თუ გარე ძალების ზეწოლით.

თუ ფაშინიანმა მმართველ გუნდში ცვლილებები განახორციელა და შეინარჩუნა ძალაუფლება, გარე ძალები მას დათმობებზე წასვლას აიძულებენ, მაშინ ფაშინიანი ძალაუფლებას დაკარგავს. მაგრამ, ახლა მთავარი ისაა, ეს როგორ მოხდება - ხალხის ზეწოლით თუ გარე ძალების ზეწოლით

საინტერესოა ისიც, ამ პროცესში რა როლი ექნება რუსეთს. ცხადია, რომ რუსეთისთვის ფაშინიანი მიუღებელი ფიგურაა, რადგან იგი რევოლუციონერია და ხელისუფლებაში დემოკრატიული ლოზუნგებით მივიდა. რუსეთს სომხეთში სერიოზული გავლენები აქვს. რუსეთი მკაფიოდ აჩვენებს, რომ ფაშინიანთან არ მუშაობს.

ფაშინიანმა ვერ შეძლო ხელისუფლებაში ლუსტრაციის განხორციელება, ვერ გაათავისუფლა სახელისუფლო ვერტიკალი გავლენის აგენტებისგან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რუსეთის ტელევიზია სომხეთში რასაც უნდა, იმას აკეთებს. ეს ყველაფერი მოქმედებს საზოგადოებრივ აზრზე და საზოგადოების განწყობებზე.

- ამ პროცესების ფონზე აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები გაგრძელდება ზანგეზურის კორიდორის მიმართულებით თუ სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები?

- ეს საკვანძო საკითხია. ჩემი პასუხი ასეთია - ნიკოლ ფაშინიანი იძულებული იქნება ყველაფერი მისცეს ილხამ ალიევს, რასაც ის ითხოვს. თუ არ მისცემს აზერბაიჯანი გააგრძელებს სომხეთის მიმართ აგრესიას.

რა უნდა ალიევს, ძნელი სათქმელია. ძნელი სათქმელია იმის გამო, რომ ალიევს უნდა არა მხოლოდ სრული კონტროლი ყარაბაღზე და ერევნის თანხმობა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია, არამედ სომხეთმა აზერბაიჯანს ზანგეზურის კორიდორი გადასცეს.

ნიკოლ ფაშინიანი იძულებული იქნება ყველაფერი მისცეს ილხამ ალიევს, რასაც ის ითხოვს. თუ არ მისცემს აზერბაიჯანი გააგრძელებს სომხეთის მიმართ აგრესიას

გარდა ამისა, ალიევს ასევე უნდა საქართველოს საზღვართან ახლოს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და კიდევ სხვაგანაც საკამათო ტერიტორიებზე სრული კონტროლი. ეს პატარ-პატარა ნაწილებია საზღვრის გასწვრივ. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული იქ პრობლემები ყოველთვის იყო.

მაგრამ, საქმე კიდევ იმაშია, რომ ალიევის ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ ბაქო ერევნისაგან კიდევ სხვა საკითხებში მოითხოვს დათმობებს. ასე გაგრძელდება მანამ, ვიდრე სომხეთი სხვა დათმობებზე არ წავა.

თუ არ წავა, სამხედრო მოქმედებების საშუალებით აზერბაიჯანი იმ საკითხებში, რომელიც მას სურს წარმატებას მიაღწიოს მუდამ ექნება წინსვლა. და ეს სულ ასე გაგრძელდება. მე ასე ვხედავ და მესმის ის, რაც ახლა სომხეთის ირგვლივ ხდება.

ყველას, ვინც სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო მოქმედებებით ინტერესდება, ყველას ჰგონია, რომ ახლა ომი ყარაბაღის საკითხს უკავშირდება.

- რა გავლენას იქონიებს აზერბაიჯანისა და სომხეთის არსებული დაძაბულობა და სავარაუდო შედეგები სამხრეთ კავკასიის რეგიონზე?

- ძალიან ცუდ გავლენას იქონიებს, რადგან, თუ აზერბაიჯანმა შეძლო სომხეთ-ირანის საზღვრის დაკავება, როგორც ვხედავთ, ამას რუსეთი არ ეწინააღმდეგება, ეს გარდა იმისა, რომ სომხეთისთვის იქნება ცუდი, ცუდი იქნება ეს საქართველოსთვისაც.

თუ აზერბაიჯანმა შეძლო სომხეთ-ირანის საზღვრის დაკავება, როგორც ვხედავთ, ამას რუსეთი არ ეწინააღმდეგება, ეს გარდა იმისა, რომ სომხეთისთვის იქნება ცუდი, ცუდი იქნება ეს საქართველოსთვისაც

რატომ? იმიტომ რომ გაძლიერდება საქართველოს დამოკიდებულება აზერბაიჯანსა და თურქეთზე. აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ირგვლივ ვითარების მონოპოლიზაცია მიგვიყვანს იქამდე, რომ სამხრეთ კავკასია უკვე სამხრეთ კავკასია აღარ იქნება.

სომხეთი არასრულყოფილად დამოუკიდებელი ქვეყანა იქნება და სომხეთისგან მხოლოდ ბეჭედი დარჩება, რომ ის დამოუკიდებელი ქვეყანაა. ასე გამოვა იმის გამო, რომ სომხეთს გარე სამყაროსთან ირანისა და საქართველოს გზა აკავშირებდა. ახლა გამოვა, რომ მხოლოდ ერთი გზა დარჩება.

- ამ პროცესებს როგორ აფასებს ირანი?

- კარგი კითხვაა, მადლობა ამ კითხვისთვის. ირანი კატეგორიული წინააღმდეგია, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის იყოს სახმელეთო კორიდორი. ირანი წინააღმდეგი არაა ზანგეზურის კორიდორით ისარგებლონ აზერბაიჯანმა და თურქეთმა, მაგრამ, მათთვის, ისევე როგორც სომხეთისთვის გაუგებარია, მასზე კონტროლო აზერბაიჯანს, ან რუსეთს რატომ უნდა ჰქონდეს.

- რამდენად დიდია ამის გამო აზერბაიჯანსა და ირანს შორის დაიწყოს სამხედრო კონფლიქტი?

- უკვე ცნობილია, რომ ირანმა სომხეთის საზღვართან მოახდინა თავისი სამხედრო ძალების მობილიზება. ასე მოხდა შარშან ზაფხულშიც, მაგრამ, ბევრმა ეს მაშინ ვერ შეამჩნია. მეტიც, შარშან აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე მათ შორის მწირე შეტაკებებიც კი იყო.

ირანი სომხეთს ეუბნება - ჩვენ გვეუბნებიან, რომ სომხეთი თანახმაა ზანგეზურის კორიდორს აზერბაიჯანი აკონტროლებდეს. ირანელები არ არიან დარწმუნებული, რომ ზანგეზურის კორიდორისთვის სომხეთი იბრძოლებს. ისინი ასევე გვეუბნებიან - თუ თქვენ ზანგეზურის კორიდორისთვის იბრძოლებთ, ჩვენ თქვენთან ვართ და თქვენს გვერდით ვიბრძოლებთ.

ირანი სომხეთს ეუბნება - თუ თქვენ ზანგეზურის კორიდორისთვის იბრძოლებთ, ჩვენ თქვენთან ვართ და თქვენს გვერდით ვიბრძოლებთ

სომხეთის მხარეს არაფერი იმიტომ არ ხდება, რომ სომხეთის სახელმწიფო სისტემა არ მუშაობს. მიჭირს იმაზე საუბარი რისი ბრალია ეს - სახელმწიფო აპარატის ცუდი მუშაობის თუ იმის, რომ ფაშინიანის ირგვლივ ბევრია ისეთი ხალხი, ვინც მის მიმართ ლოიალური სულაც არაა. არადა, რაც ირანზე ვთქვი, თეირანი პრაქტიკულად ოფიციალურად აცხადებს.

- ანუ, ვითარება იმაზე გაცილებით რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს...

- დიახ, ვითარება აშკარად ფეთქებადსაშიშია, რადგან ამ პროცესში შესაძლოა ირანიც ჩაერთოს. კარგია, რომ ამ პროცესში დიდი მოთამაშეები აშშ და რუსეთიც ჩაერთნენ და არ უპირისპირდებიან ერთმანეთს. ისინი შეეცდებიან ვითარების ჩაწყნარებას.

მაგრამ, თუ გაირკვა, რომ ფაშინიანმა აზერბაიჯანთან ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით ბაქოს პირობებზე შეთანხმებას ხელი მოაწერა, სომხეთში ვითარება აფეთქდება და სომხეთში ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალი იქნება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო