ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო

ევროპარლამენტმა დააკმაყოფილა ევროკომისიის წინადადება უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა დღეს, სტრასბურგში გამართულ პლენარულ სესიაზე მიიღო.

შემოთავაზებას, რომელიც ევროპარლამენტმა ე.წ. „სასწრაფო პროცედურით“ მიიღო, მხარი 534-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 30 წინააღმდეგ წავიდა, 26-მა კი თავი შეიკავა.

„უკრაინის საგარეო დაფინანსების საჭიროებები მკვეთრად გაიზარდა რუსეთის შეჭრის გამო; გზების, ხიდების, ქარხნების, სახლების, საავადმყოფოების და სხვა ფიზიკური ინფრასტრუქტურის უზარმაზარი ზიანის გარდა, ქვეყანამ ასევე დაკარგა წვდომა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე“, - წერია ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული თანხა არის ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 9 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის მეორე და ყველაზე დიდი ტრანში. პირველი ტრანში - 1 მილიარდი ევროს ოდენობის - უკრაინამ ევროკავშირისგან აგვისტოს დასაწყისში მიიღო.

მიმართვის თანახმად, რომელიც ევროპარლამენტმა დააკმაყოფილა, აღნიშნული მაკროფინანსური დახმარება საკუთარ წვლილს შეიტანს „უკრაინის სახელმწიფო ვალის მდგრადობასა და შესაძლებლობაში, რომ საბოლოო ჯამში საშუალება ჰქონდეს დაფაროს საკუთარი ფინანსური ვალდებულებები“.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში