ფოთის ყველა საჯარო და კერძო  სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა

ფოთის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სხვადასხვა სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

„ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო, მშობლებო - გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გამორჩეულად ვულოცავ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს და თითოეულ პატარას, რომლებმაც ბაღის კარი დღეს პირველად შეაღეს. გისურვებთ, ახალი აკადემიური წელი ყოფილიყოს ნაყოფიერი და წარმატებებით გამორჩეული თქვენთვის”, - განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.

წელს ფოთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 653 პირველკლასელია.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა