გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სააკაძეში, ახალი საბავშო ბაღი გაიხსნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სააკაძეში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშო ბაღი გაიხსნა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გახსნას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი, ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელი, გოჩა ახალკაციშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მერმა საბავშვო ბაღის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

„სააღმღზრდელო დაწესებულებებში სასწავლო წლის დაწყება ჩვენთვის განსაკუთრებულ დღეს წარმოადგენს, ამ დღეს თანს სდევს უდიდესი ენერგიის მობილიზება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღსაზრდელებისათვის მხიარული და მზრუნველი გარემოს შექმნა.

ვულოცავთ, საბავშვო ბაღის თანამშრომლებს, აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს. განსაკუთრებით იმ პატარებს, ვინც დღეს პირველად შეაღებს საბავშვო ბაღის კარებს. გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და თქვენი აღზრდა-განათლება, სწორედ რომ საბავშვო ბაღიდან იწყება და უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის”,- აღნიშნა მერმა.

მერიის სოფელ სააკაძეში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი და მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 667 000 ლარი დაიხარჯა.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს