ვახუშტი მენაბდე - „ქართულ ოცნებას“ სურს, რეკომენდაციების გრძელ ჩამონათვალში შეასრულოს ნაკლები მნიშვნელობის, თუმცა რაოდენობრივად ბევრი შენიშვნა, ხოლო მთავარი პრობლემები ყურადღების მიღმა დატოვოს

„ქართლ ოცნებაში“ სურთ გრძელ ჩამონათვალში შეასრულონ ნაკლები მნიშვნელობის, თუმცა რაოდენობრივად ბევრი შენიშვნა, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ ხელისუფლების მიერ ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულების პროცესის შეფასებისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ვერ ხედავს ხელისუფლების ძალისხმევას, პოლიტიკურ ნებას და მოტივაციას, რომ ცდილობს, აღმოფხვრას ევროინტეგრაციის პროცესში არსებული ჩამორჩენა, რომელიც საქართველოს მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით აქვს.

„ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებას უყურებს, როგორც ტექნიკურ პროცესს, სადაც სურს, რომ იურიდიული და სამართლებრივი კაზუისტიკით გარკვეული პლუსები დაიწეროს, მონიშნოს იმ ჩამონათვალში, რომელიც ევროკავშირმა ჩვენ განგვისაზღვრა. მე ვერ ვხედავ ხელისუფლების ძალისხმევას, პოლიტიკურ ნებას და მოტივაციას იმისა, რომ საქართველომ ფორსირებულად გაიაროს გზა და აღმოფხვრას ის ჩამორჩენა, რომელიც ჩვენ მოლდოვასთან და უკრაინასთან გვაქვს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.

მაგალითად, ავიღოთ არჩევნების მიმართულება, აქ რა თქვა „ქართულმა ოცნებამ“? - რომ მთავარი საკითხი რაც არის, საარჩევნო სისტემის ცვლილება, ამასთან დაკავშირებით იქით წაუყენა ულტიმატუმი ევროკავშირს და თქვა, რომ თუ კანდიდატობას მოგვცემთ, მერე შევამცირებთ ბარიერს. მაგალითად, სასამართლოსთან მიმართებაში კვლავ არ აღიარებს „კლანური“ მმართველობის სისტემას და მას მას უნდა ტექნიკური გამოსავალი ნახოს და გარკვეული პროცედურების შეცვლით გაიაროს. ასევე, ადეკვატური სამართლებრივი პროცესი არ არის დაწყებული იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავს დაესხა მედიის წარმომადგენლებს იმ ავადსახსენებელ დღეებში.

ხელისუფლების სტრატეგია ძველია, რასაც აქამდე იყენებდნენ, იმ სტრატეგიას მიყვებიან. მათ სურთ გრძელ ჩამონათვალში შეასრულონ ნაკლები მნიშვნელობის, თუმცა რაოდენობრივად ბევრი შენიშვნა და ბევრი პრობლემა აღმოფხვრან, ოღონდ ნაკლები მნიშვნელობის, რომელსაც არ შეუძლია პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა, ხოლო მთავარი პრობლემები რაც არის, ყურადღების მიღმა დატოვოს“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს