ზუგდიდში ოთხი ახალი საბავშვო ბაღი შენდება

ზუგდიდში ოთხი ახალი საბავშვო ბაღი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ჭითაწყარში, 100 ბავშვზე გათვლილ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისს საბავშვო ბაღს აშენებს.

„პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების, სველი წერტილების კეთილმოწყობა. ბაღი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

ჭითაწყარის საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერ მამუკა წოწერიასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან ერთად გაეცნო.

ჭითაწყარის გარდა ახალი საბავშვო ბაღები რუხში, დარჩელსა და შამგონაში შენდება“, -ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო