ხობის მერია - ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სამშენებლო მასალები ურიგდებათ

ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლის გადასახური მასალის და ავარიული სახლის გასამაგრებლად-ცემენტის და ბლოკის გადაცემა მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2022 წლის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, 124148 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები 48 ოჯახს გადაეცემა.

„აღნიშნული პროგრამით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სახლები საჭიროებს გადახურვას ან გამაგრებას, მერია სამშენებლო მასალებით ეხმარება“, - აცხადებენ ხობის მერიაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა