რუსეთის ფედერაციამ დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგზე კიდევ ერთი სარაკეტო იერიში მიიტანა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„კრივოი-როგი - სარაკეტო თავდასხმა. დარჩით თავშესაფრებში. არ გადაიღოთ არაფერი და არ განათავსოთ არაფერი სოციალურ ქსელებში", - წერს ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ვილკული „ტელეგრამზე“.
ამასთან, დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა, რომ რუსების სამიზნეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა.
„ჰიდროტექნიკური ნაგებობები სერიოზულად დაზიანდა. მაშველები და სასწრაფო დახმარების სამსახურები შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობენ. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა თავიდან აიცილონ ტექნოგენური კატასტროფა", - წერს რეზნიჩენკო “ტელეგრამზე“.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა ორი დღის წინ კრივოი-როგის კაშხალი დაბომბეს, რის გამოც ქალაქის ნაწილი დაიტბორა და რამდენიმე ქუჩის მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"