კახა ოქრიაშვილი - NDI-ს კვლევის შედეგები ცხადჰყოფს, რომ შემდეგი ხელისუფლება კოალიციური იქნება და „ოცნება“ ოპოზიციაში გადავა!

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

„გამოქვეყნდა NDI-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური კვლევის შედეგები. რომ შევაჯამოთ: 1. მოსახლეობის მხოლოდ 20 %-ს აქვს უკეთესი ფინანსური მდგომარეობა, ვიდრე 5 წლის წინ. ჯამში, 80%-ს გაუარესებული აქვს ფინანსური მდგომარეობა. ეს 20 % კი ის ხალხია, ვინც ფულს „ქოცობით“ შოულობს.

2. ამ 20 %-ს ემატება ის თავგზააბნეული 8 %, ვისაც იმედი აქვს, რომ „ქოცობით“ ისინიც ფინანსურად იქნებიან უზრუნველყოფილი. გამოდის, რომ „ქართულ-რუსულ ოცნებას“, ჯამში, აქვს მაქსიმუმ 28 %-იანი მხარდაჭერა. მოსახლეობის 72 %-ს სურს ცვლილება და ეს ცვლილება გარდაუვალია! NDI-ს კვლევის შედეგები ცხადჰყოფს, რომ შემდეგი ხელისუფლება კოალიციური იქნება და „ოცნება“ ოპოზიციაში გადავა!,“- ნათქვამია განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს