უკრაინის პირველი ლედი გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორის დაკრძალვას დაესწრება

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა 19 სექტემბერს, გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორის დაკრძალვას დაესწრება. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Sun ავრცელებს.

„ოლენა ზელენსკას ყოფნა უკრაინისადმი გლობალური მხარდაჭერის კიდევ ერთი ნიშანია, მაშინ როცა რუსეთი იზოლირებულია. დიდი ბრიტანეთი უკრაინის ერთ-ერთი ურყევი მოკავშირეა. მისი ყოფნა დაკრძალვაზე ამ მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ნიშანია“, - განუცხადა გამოცემას წყარომ, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, იგი დაკრძალვის შემდეგ დაუყოვნებლივ უკრაინაში დაბრუნდება.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის