მარნეულში თოჯინური სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში თოჯინური სპექტაკლის - „ლუნა და ციცინათელების პლანეტა" პრემიერა გაიმართა.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, სპექტაკლი მომზადდა პროგრამის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მხარდამჭერია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია და კულტურის ცენტრი.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის ჩვენება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე გაიმართება.

პრემიერას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად, დაესწრო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო