გიგა ბოკერია - ამ მძიმე ვითარებაზე პასუხისმგებელია ივანიშვილი და მისი გარემოცვა, ამის შემდეგ პასუხისმგებლობა, დიდი დისტანციით, გადადის პოლიტიკურ ოპონენტებზეც, რომელთა ნაწილმაც ჩათვალა, რომ ივანიშვილივით უნდა მოიქცნენ

ვიტყოდი, რომ ეს კვლევა სამწუხაროდ საერთო ჯამში ასახავს იმ ძალიან მძიმე ვითარებას, რომელიც არის ქვეყანაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ NDI-ის კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

„ამ მძიმე ვითარებაზე პასუხისმგებელი არის, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა, რომელიც საკუთარი ინტერესებისთვის, ფულის და ძალაუფლებისთვის წირავს საქართველოს ინტერესებს. ამის შემდეგ პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, დიდი დისტანციით, გადადის პოლიტიკურ ოპონენტებზეც, რომელთა ნაწილმაც ჩათვალა, რომ ივანიშვილივით უნდა მოიქცნენ. ნაწილმა ჩათვალა, რომ გადაგდება ჩვეულებრივი ამბავია და თუ საჭიროა ეგრეც უნდა მოიქცე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში შექმნა კლიმატი, რომ „ყველაფერი მოსულა" და ამას ოპოზიციურმა პარტიებმა და განსაკუთრებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიბაძა.

„ჩვენთან პოლიტიკური უნდობლობის ტრადიცია ღრმაა, ამას ფესვები წარსულშიც აქვს, ოღონდ ყველა ისტორიულ მომენტში გარკვეული კონკრეტული ამბები განაპირობებს ხოლმე, მაგრამ ამ ყველაფრის სათავეშია ის კლიმატი, რაც ივანიშვილმა შექმნა, რომ ყველაფერი მოსულა, იმის ყიდვა, ამის წამოყვანა, გუშინ სრულად მიუღებელი ადამიანის მიღება ისე, რომ არც ხსნი ამას და მერე პოლიტიკური პარტიების ნაწილმა ამას მიბაძა. ყველაზე მკაფიო ეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, ქართულ პოლიტიკაში არსებული პარტიებიდან მათ ინტერესს არც ერთი არ გამოხატავს. კითხვაზე: არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესს გამოხატავს, რესპონდენტთა 56%-მა აღნიშნა, რომ „არა“, 39%-მა თქვა, რომ „კი“, 4%-ის პასუხია - „არ ვიცი“, ხოლო 2 %-მა პასუხზე უარი თქვა.

ამასთან, აღნიშნული კვლევის თანახმად, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. ორგანიზაციის ცნობით, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს