ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ახალი ეტაპი იწყება

რუსთავში, ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ახალი ეტაპი იწყება. რუსთავის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული უბნის - რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის მეორე ეტაპის პროექტი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად წარადგინა.

„ჩვენ დღეს ვხედავთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულებას, უახლოეს პერიოდში ვიწყებთ მეორე ეტაპს, სატენდერო პროცედურების დასრულებისთანავე. პროექტის ღირებულება არის 5 მლნ ლარი, რაც გულისხმობს ძველი რუსთავის რეაბილიტაციას თვისი ისტორიული იერსახის შენარჩუნებით და აღდგენით. ეს არის უმნიშვნელოვანესი, ჩვენ ვცდილობთ, როგორც ახალი რუსთვის განვითარებას, ასევე აქცენტს ვაკეთებთ ძველი რუსთავის განახლებაზე. ეს ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი იქნება, ამას ასევე მოჰყვება მესამე ეტაპი და ჩვენ მივიღებთ სრულად რეაბილიტირებულ რუსთაველს - ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ კოლორიტულ ქუჩას“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის განცხადებით, რუსთავში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი იწყება.

„მივესალმები რუსთავში მსგავს პროექტებს და ყოველთვის მზად ვარ, მხარი დავუჭირო ჩვენი რეგიონის განვითარებას. პროექტი განვითარების კიდევ ერთ, ახალ შესაძლებლობას მისცემს რუსთავს, რაც მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის განვითარებისათვის“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

ღონისძიებას რუსთავის მერის მოადგილეები, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წევრები, ლიეტუვის ქალაქ პანევეჟისის ოფიციალური დელეგაცია მერის, რიტის მიკოლას რასკაუსკას ხელმძღვანელობით და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის ახალი ეტაპის დაწყებით, რუსთავი განვითარების კიდევ ერთ ახალ შესაძლებლობას შეიძენს. ძველი ქალაქის შენობების გამაგრება- რეაბილიტაცია, არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით მოხდება. დაწნეხილი ფილებით მოპირკეთებული ტროტუარები, მწვანე სივრცეები, სარწყავი სისტემა, ახალი ხე- მცენარეები და დეკორაციული განათება, რუსთავის ამ ნაწილის არქიტექტურულ ღირებულებას კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდის. რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რუსთავის მერიამ 2021 წელს განახორციელა. სამ ნაწილად დაყოფილი პროექტის მეორე ეტაპს, რუსთავის მერია ტენდერის დასრულებისთანავე უახლოეს პერიოდში დაიწყებს. პროექტის ღირებულება 5 მილიონ 46 ათასი ლარია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა