ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეხალაშვილებში ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეხალაშვილებში ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი და სამი დამხმარე ნაგებობა დაიწვა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ განუცხადა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რაც შეეხება დაზარალებულ ოჯახს, ზარალს მერიაში შექმნილი კომისია შეისწავლის და ოჯახებს დახმარებას როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან, ასევე აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაუწევენ.

“ხანძარმა მთლიანად გაანადგურა სახლები და დამხმარე ნაგებობები. დაზარალებულები ქირით არიან გაყვანილი, ხარჯებს კი ხულოს მერია აანაზღაურებს”,- განაცხადა ხულოს მერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს