სენაკის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი 350 ერთეული 1 100-ლიტრიანი კონტეინერი გადაეცა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების შესაგროვებელი ახალი 1 100-ლიტრიანი კონტეინერების გადაცემას განაგრძობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები" ფარგლებში სენაკის მუნიციპალიტეტს 350 კონტეინერი გადაეცა.

„პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით. სენაკის მუნიციპალიტეტი 2022 წლის ბოლომდე, გეგმის მიხედვით ასევე აღიჭურვება სხვადასხვა ზომის 100 კონტეინერით, ქუჩის (მცირე ზომის) 249 ურნითა და უნიფორმებით. ხოლო 2023 წლის აგვისტომდე ეტაპობრივად მიეწოდება ნარჩენების შესაგროვებელი 3 მანქანა და პიკაპის ტიპის 3 ერთეული სატვირთო მანქანით.

სენაკის მუნიციპალიტეტისთვის კონტეინერების გადაცემას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა