ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში რეაბილიტირებული  მინი სტადიონი საზეიმოდ  გაიხსნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ, ფირუზ რეხვიაშვილის სახელობის მინი სტადიონს რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა.

ბოლნისის მერიის ინფორმაციით, სტადიონი საზეიმოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, საფეხბურთო კლუბ ,,სიონის“ დირექტორმა ლევან სილაგაძემ და სპორტკომპლექსის პატარა ფეხბურთელებმა გახსნეს.

ღონისძიების ფარგლებში, საფეხბურთო კლუბ „სიონის“ ფეხბურთელებმა, ბოლნისის სპორტულ- გამაჯანსაღებელი კომპლექსის ფეხბურთის წრის აღსაზრდელებს მასტერკლასი ჩაუტარეს და გამოცდილება გაუზიარეს, შემდეგ კი ბავშვებმა „სიონის“ ფეხბურთელებთან და მერთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ სტადიონზე შეიცვალა მინდვრის საფარი, გადაიხურა ტრიბუნები, მოეწყო სველი წერტილი და გასახდელები. ასევე მოიკირწყლა სტადიონამდე მისასვლელი გზა, აღდგა შემოღობვა და შეიცვალა მინდვრის განათება. მინი სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 289 465 ლარი შეადგინა.

“მოხარული ვარ, რომ დღეს ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში ფირუზ რეხვიაშვილის სახელობის რეაბილიტირებული სტადიონი გავხსენით. ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციაა. ამ მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია ჩვენი მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამართული სპორტული ინფრასტრუქტურა შევქმნათ. ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას ვაგრძელებთ და შევეცდებით, ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდის პროცესში ჩვენი წვლილიც შევიტანოთ”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს