პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გერმანიას სურს, რომ მისი ურთიერთობები რუსეთთან რაც შეიძლება ნაკლებად დაზარალდეს ომის გამო, ამიტომ აჭიანურებს უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებას

გერმანიას სურს, რომ მისი ურთიერთობები რუსეთთან რაც შეიძლება ნაკლებად დაზარალდეს ომის გამო, ამიტომ აჭიანურებს უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებას. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა პოლონეთის მოსაზრება მკვეთრად არის დაშორებული გერმანიის ხელისუფლების შეხედულებებს მნიშვნელოვან საკითხებში. კერძოდ, ვარშავა დარწმუნებულია, რომ უკრაინა არის თავისუფალი მსოფლიოს ნაწილი და საჭიროა მისთვის მეტი დახმარების გაწევა რუსულ აგრესიასთან ბრძოლის პროცესში.

„პოლონეთი არ იშურებს ძალისხმევას და რესურსს ამ დახმარებისთვის. იმავდროულად, გერმანიის მხარდაჭერის მასშტაბები და ტემპი უკრაინისადმი მიზანმიმართული შეფერხების ნიშნებს აჩვენებს, თითქოს განზრახვა მდგომარეობდა იმაში, რომ ომის შედეგის მიუხედავად, გერმანია-რუსეთის ურთიერთობები რაც შეიძლება ნაკლებად დაზარალებულიყო“,- განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს