ელენე ხოშტარიას განცხადებით, საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ ერთმა ირანულმა სატვირთო თვითმფრინავმა დაარღვია და მოსკოვში ჩაფრინდა

"დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ ერთმა ირანულმა სატვირთო თვითმფრინავმა დაარღვია და მოსკოვში ჩაფრინდა.

ხოშტარიას თქმით, ფაქტი 11 სექტემბერს დაფიქსირდა.

„გვინდა გავასაჯაროოთ ინფორმაცია, რომ 11 სექტემბერს დაფიქსირდა ფაქტი, რომ კიდევ ერთმა სატვირთო თვითმფრინავმა, რომელიც ირანის სამხედრო დანიშნულების აეროდრომიდან იყო წამოსული, კვლავ გაიარა, კიდევ ერთხელ საქართველოს ტერიტორია, კახეთს გადაუფრინა და ჩაფრინდა მოსკოვში. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო წერს ირანის მხრიდან, რუსეთის სამხედრო მომარაგების შესახებ. წინა შემთხვევასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ მოიტყუა, რომ ეს ავიაკომპანია არ არის სანქცირებული. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ავიაკომპანია ამერიკის მიერ არის სანქცირებული. მეორეც, მათ არაფერი არ თქვეს ტვირთთან დაკავშირებით და ასევე იმაზე, რომ ეს თვითმფრინავი აფრინდა სამხედრო აეროდრომიდან. ცხადია, ამ ინფორმაციას გადავცემთ ჩვენ უკრაინელ კოლეგებს და პარტნიორებს, მაგრამ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან - თუ თქვენ ხართ დაინტერესებული, რომ საქართველო არ გახდეს გამტარი რუსეთში შეიარაღების, ხართ ვალდებულები თქვათ რა უნდოდა ამ თვითმფრინავს, რა ტვირთი იყო და რატომ ვუთმობთ ჩვენს საჰაერო სივრცეს სამხედრო აეროდრომიდან აფრენილ თვითმფრინავებს?!“ - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, 8 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ირანულმა სამხედრო ხომალდმა საქართველოს საჰაერო სივრცე გადაკვეთა და რუსეთში ჩაფრინდა. „საქაერონავიგაციამ“ კი მაშინ განაცხადა, რომ Iran Air ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არ არის. მათივე განმარტებით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ამა თუ იმ სახელმწიფოს რეესტრში მყოფი სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გადაფრენა ფრენის გეგმის საფუძველზე ხორციელდება და საავიაციო ხელისუფლების ნებართვას არ საჭიროებს.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს