ზუგდიდში გულის დაავადების მქონე ბავშვებისთვის უფასო გამოკვლევები მიმდინარეობს

„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლობით, ზუგდიდში გულის დაავადების მქონე ბავშვებისთვის უფასო გასინჯვები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ექიმთა ჯგუფის ხელმძღვანელი, „ ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ გულის თანდაყოლილი პათოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი, ბავშვთა კარდიოლოგი, ინტერვენციული კარდიოლოგი ვახტან ხელაშვილი მოზარდებს პირადად სინჯავს.

„გასინჯვების პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მერის მოადგილესთან მაიზერ ნანავასთან ერთად გაეცნო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ჯო ენის“ ექიმთა ჯგუფს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს.

უფასო გასინჯვები 17-18 სექტემბერს ჩატარდება. გამოკვლევების შედეგად, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვები მკურნალობის კურსს „ჯო ენის საუნივერსიტეტო კლინიკაში“ გაივლიან. სამედიცინო ჰოსპიტალი სამომავლოდ მსგავს აქციას იმერეთშიც გეგმავს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ცნობილ კლინიკებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს, რითაც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალი ექიმების ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ და გამოკვლევები უფასოდ ჩაიტარონ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა