უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ 8 გემმა დატოვა

უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ რვა გემმა დატოვა, - ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„18 სექტემბერს უკრაინის პორტებიდან 169.3 ათასი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით დატვირთული 10 გემის აფრიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნების მიმართულებით გასვლა იგეგმებოდა. ნავსადგურები 8 გემმა დატოვა, კიდევ 2 ელოდება თავის რიგს და ხელსაყრელ პირობებს“, - აცხადებენ უწყებაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინას, თურქეთს, რუსეთსა და გაეროს შორის მარცვლეულის ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების ამოქმედებიდან დღემდე უკრაინის პორტები, ჯამში 3.7 მილიონი ტონა აგროპროდუქტით დატვირთულმა 165-მა გემმა დატოვა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ