რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიე დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა წუხელ ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, - ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი იუწყება.

"მტერმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა საოლქო ცენტრზე. ცნობილია რვა "ჩამოფრენის“ შესახებ. სამიზნე კვლავ ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო", - წერს სტარუხი.

მისივე ინფორმაციით, დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

ამასთან, ზაპოროჟიეს მერის მოვალეობის შემსრულებელმა ანატოლი კურტევმა განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა ორ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს