გიორგი კაჭარავა - რუსეთის გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეში მცირდება, არსებული ვაკუუმის შევსებას სხვა ძალები ცდილობენ

ტაჯიკეთ-ყირგიზეთს შორის დაწყებული სამხედრო დაპირისპირების მიზეზებზე, მათ შორის კონფლიქტის მოგვარების სავარაუდო ვარიანტებზე, სამარყანდში გამართული შანხაის სამიტის სავარაუდო შედეგებზე ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის, ჩინეთისათვის და რუსეთისათვის, ასევე აზერბაიჯან-სომხეთს შორის მიმდინარე კონფლიქტის გადაწყვეტის პერსპექტივაზე „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს,

2012-2014 წლებში ყირგიზეთში ეუთო-ს მისიის რეგიონული ცენტრის ყოფილ დირექტორს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, რამდენიმე დღეა ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკებები ამ ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის გრძელდება.

ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე ტაჯიკმა სამხედროებმა ბრძოლების შედეგად გადალახეს ყირგიზეთის სახელმწიფო საზღვარი და მინიმუმ მინიმუმ 1 დასახლებული პუნქტი დაიკავეს. ყირგიზეთის ადმინისტრაციულ შენობიდან ჩამოგლიჯეს ყირგიზეთის დროშა და იქ საკუთარი აღმართეს.

როგორც ჩანს, ყირგიზეთ-ტაჯიკეთის კონფლიქტს თავისი ეთნოგენეზი აქვს, მაგრამ რა ხდება ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის და რატომ ახლა? და რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რაც ხდება?

- ნამდვილად რთული ვითარებაა. ყირგიზეთის უკიდურესი სამხრეთით ანუ ოშისა და ბატკენის ოლქები მუდმივი დაძაბულობის კერად ითვლება. მიზეზი ამისთვის მრავალია, მაგრამ უმთავრესად ეს გახლავთ ამ რეგიონების ეთნიკური სიჭრელე, რესურსებზე წვდომის, განსაკუთრებით ჰიდრო რესურსებზე, მათი სარგებლობის სქემების მოუგვარებლობა, და საბჭოთა კავშირის დროს გაუგებარი ლოგიკით გავლებული სასაზღვრო ზოლის პრობლემები.

ყოველივე ეს ერთად აღებული, ქმნის უკიდურესად დაძაბულ ვითარებას ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და უზბეკეთს შორის, რაც დრო და დრო, საკმაოდ ხშირი რეგულარულობით სხვადასხვა მასშტაბით სასაზღვრო ინციდენტებში გადაიზრდება ხოლმე.

ყირგიზეთის უკიდურესი სამხრეთი ანუ ოშისა და ბატკენის ოლქები მუდმივი დაძაბულობის კერად ითვლება. მიზეზი ამისთვის მრავალია, მაგრამ უმთავრესად ეს გახლავთ ამ რეგიონების ეთნიკური სიჭრელე, რესურსებზე წვდომის, უპირველეს ყოვლისა ჰიდრო რესურსებზე, მათი სარგებლობის სქემების მოუგვარებლობა, და საბჭოთა კავშირის დროს გაუგებარი ლოგიკით გავლებული სასაზღვრო ზოლის პრობლემები

ამის თვითმხილველი 2013 წლის ზამთარში თავად გახლდით, ყირგიზეთის სამხრეთით მდებარე უზბეკეთის სოხის ექსკლავში და მის ირგვლივ ვითარების გამწვავების დროს, რომელიც ეთნიკურად ტაჯიკებითაა დასახლებული.

ადგილზე ყოფნისას, განსაკუთრებით ოშისა და ბატკენის დამაკავშირებელ გზაზე მგზავრობისას, კარგად ხვდები რომ, ამ ვითარებას სასწრაფო გადაჭრა სჭირდება. ასობით კილომეტრის მანძილზე ამ სტრატეგიულ და უძველესს ბადახშანისკენ მიმავალ გზაზე, გაურკვეველია თუ რომელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმყოფები ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე.

ასეთი გაურკვევლობა და სასაზღვრო ზოლის პრაქტიკული არ არსებობა, ხელს უწყობს სხვადასხვა აქტორების თავისუფალ ინტერპრეტაციას თუ ვის, სად, და რომელი მიწის მონაკვეთი, ან ესა თუ ის დასახლებული პუნქტი ეკუთვნის. ამგვარი არაშეჯერებული სასაზღვრო ზოლის არსებობა რა თქმა უნდა, მუდმივ დაძაბულობასა და მოსაზღვრე ქვეყნებს შორის უსაფრთხოების გამოწვევებს ქმნის, და სწორედ ეს გახლავთ ხშირი სასაზღვრო ინციდენტების მიზეზი.

აქედან გამომდინარე, გასაკვირი თვით ბოლოდროინდელ ინციდენტის გაჩაღების თვალსაზრისით არაფერია. მაგრამ, რაც ნამდვილად ნიშანდობლივია, მხარეების მიერ ესკალაციაზე წასვლის სურვილი, შესაბამისად ამ ინციდენტის შეჩერებისა და სერიოზული საუბრების დაწყებისათვის ნების არ არსებობა, რაც აქამდე ყოველთვის იყო პრიორიტეტული.

სავარაუდოდ, ეს ყოველივე ნათლად მიუთითებს შუა აზიის რეგიონში რუსეთის გავლენის დასუსტებაზე. რატომ? თუ გავიხსენებთ წინა ინციდენტების შეწყვეტისა და მათი მეტ-ნაკლებად პრევენციის ფაქტორებს, ამაში რუსეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.

როგორც ჩანს, ახლა რეგიონულმა აქტორებმა იგრძნეს რა რუსეთის სისუსტე, გადაწყვიტეს შანსი მიეცეს პრობლემების გადაწყვეტის ძალისმიერ გზას. გამომდინარე იქიდან, რომ ტაჯიკეთს საგრძნობლად უკეთესად აღჭურვილი და უფრო მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალები ჰყავს. თქვენს მიერ ნახსენები მათი უპირატესობა და ინიციატივა ბრძოლის ველზე გასაკვირი არ არის.

როგორც ჩანს, ახლა რეგიონულმა აქტორებმა იგრძნეს რა რუსეთის სისუსტე, გადაწყვიტეს შანსი მიეცეს პრობლემების გადაწყვეტის ძალისმიერ გზას. გამომდინარე იქიდან, რომ ტაჯიკეთს საგრძნობლად უკეთესად აღჭურვილი და უფრო მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალები ჰყავს. თქვენს მიერ ნახსენები მათი უპირატესობა და ინიციატივა ბრძოლის ველზე გასაკვირი არ არის

ამავდროულად, ის რომ ყოველივე ეს ხდება სამარყანდში გამართული მაღალი დონის შეხვედრის დროს, სადაც რეგიონის ლიდერები არიან შეკრებილები, და სავარაუდოდ აღნიშნული რეგიონის სამომავლო ბედი იხილება, არის ძალიან ნიშანდობლივი და საყურადღებო.

ძალაუნებურად მაფიქრდება, ხომ არ მიუთითებს აღნიშნული პროცესები, ცენტრალური აზიის რეგიონში „პანდორას ყუთი“-ს გახსნას, რაც დიდი ალბათობის ამ რეგიონის სრულიად ახალი რეალობის ჩამოყალიბების პერსპექტივის წინაშე დააყენებს.

- სამარყანდში გამართული შანხაის სამიტის ფონზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციები გავრცელდა ყაზახეთთან დაკავშირებით.

მხედველობაში მაქვს ის, რომ ყაზახეთმა უკვე დააანონსა 2023 წელს მისი გამოსვლა დსთ-ს ფარგლებში მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებიდან. გარდა ამისა, ყაზახეთში ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი.

სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს ყაზახეთის კუხიდან გასვლა და რას შეიძლება ნიშნავდეს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ყაზახეთ-ჩინეთის დაახლოება?

- როგორც ვახსენე, სავარაუდოდ, საქმე მართლაც გვაქვს ცენტრალურ აზიაში ახალი რეალობის ჩამოყალიბების პროცესთან. ეს პროცესი 2001 წლის შემდეგ ავღანეთში ომის კონტექსტიდან გამომდინარე აშშ-ს რეგიონში გამოჩენამ გამოიწვია, მაგრამ ის ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობდა. დღეს არსებული მოვლენების განვითარება ჩქარდება რუსეთის აშკარა დასუსტების ფონზე, რაც არ იმალება და სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება.

სავარაუდოდ, საქმე მართლაც გვაქვს ცენტრალურ აზიაში ახალი რეალობის ჩამოყალიბების პროცესთან

ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს ჩინეთის მზარდი და მძლავრი ინტერესი თავის მოსაზღვრე ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების მიმართ, სადაც მას გააჩნია სასიცოცხლო ინტერესები და აქედან გამომდინარე უდიდესი გავლენა.

აქვე უნდა გავიხსენოთ, რუსეთსა და ყაზახეთს შორის ბოლოდროინდელი უსიამოვნო ვითარება, ნავთობისა და ზოგადად ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით.

ყოველივე ეს, ბუნებრივად უბიძგებს ყაზახეთს ეძებოს ალტერნატიული გზები და კავშირები ერთის მხრივ თავისი ეკონომიკური პოტენციალის საერთაშორისო ბაზრებზე გასატანად, და მეორე მხრივ არსებულ არასტაბილურ საერთაშორისო ვითარებაში უსაფრთხოების ახალი, მასზე მორგებული, და მისი ეროვნული ინტერესებით ნაკარნახევი უსაფრთხოების სისტემის შესაქმნელად.

ამ ახალ კონსტრუქციაში სავარაუდოდ, რუსეთს, შუა აზიაში სულ უფრო ნაკლები როლი მიენიჭება დროთა განმავლობაში და საკმაოდ სწრაფად ამ როლის ნიველირებასაც დავინახავთ.

რუსეთს, შუა აზიაში სულ უფრო ნაკლები როლი მიენიჭება დროთა განმავლობაში და საკმაოდ სწრაფად ამ როლის ნიველირებასაც დავინახავთ... როგორც ჩანს, ამ პროცესებში რუსეთისთვის არანაირი სივრცე არ რჩება

აღნიშნულის კონტურები უკვე გამოჩნდა. ეს გახლავთ ერთი მხრივ ჩინეთი, როგორც მძლავრი ეკონომიკური და ზოგადად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშე, და მეორე მხრივ თურქეთი, რომელთანაც ყაზახეთი უკვე თანხმდება სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსზე, რაც გამოიხატება ახლო მომავალში თურქეთის აქტიურ ჩართულობაში ყაზახეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის, აღჭურვისა და სტრუქტურულად ხელახლა ჩამოყალიბების პროცესში. როგორც ჩანს, ამ პროცესებში რუსეთისთვის არანაირი სივრცე არ რჩება.

- სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ დიდი მოთამაშეები დაუშვებენ ტაჯიკების მიერ ყირგიზეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ტაჯიკეთის სასარგებლოდ?

- ჩემი აზრით, ეს ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა მოდით ისევ და ისევ ვიმსჯელოთ, ვინ შეიძლება იყვნენ ეს დიდი მოთამაშეები მოცემულ ვითარებაში. როგორც აღვნიშნე, უპირველეს ყოვლისა ეს არის ჩინეთი. არსებულ ვითარებაში, ეს გიგანტი და უდიდესი რეგიონული გავლენის მქონე სახელმწიფო დაინტერესებულია მთლიანად რეგიონში იყოს სტაბილურობა. სავარაუდოდ, ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის ვითარების განსამუხტად.

სავარაუდოდ, ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის ვითარების განსამუხტად

აქვე აღსანიშნავია, უფრო მცირე, მაგრამ რეგიონით ასევე ძალზედ დაინტერესებულ თურქეთზე, რომელიც უდიდეს პერსპექტივას ხედავს თავისი სამომავლო ექსპანსიისთვის შუა აზიის ქვეყნებში. ამით, თურქეთი უკვე ხდება მოთამაშე და სანდო პარტნიორი შეიარაღების მიწოდების ბაზარზე. ამიტომ რეგიონში სტაბილურობა მის ინტერესებშიცაა.

აღნიშნულ კონტექსტში უნდა ვახსენოთ ეუთო-ც, რადგან ცენტრალური აზიის ყველა სახელმწიფო ეუთოს წევრია, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი რესპუბლიკები. აქედან გამომდინარე ხელი აქვთ მოწერილი ეუთოს ფუძემდებლურ დოკუმენტებზე, რაც საზღვრების ურღვეობის პრინციპს ამყარებს ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე არეალში.

გარდა ამისა, ჩემი აზრით, თვით რეგიონის სახელმწიფოებსაც კარგად ესმით, არასტაბილური ვითარების გაღრმავება, არსებულ რეგიონულ კონტექსტში, რეალურად წარმოადგენს ხელსაყრელ ნიადაგს ავღანეთში არსებული თალიბების ხელისუფლებისთვის ჩრდილოეთისკენ ლაშქრობის მოსაწყობად. ეს კი, უდიდესი საფრთხის შემცველია მთელი რეგიონისთვის და გლობალური იმპლიკაციების პოტენციალიც გააჩნია.

აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე ვთვლი, ვითარების ესკალაცია არავის ინტერესში არ შედის. ამიტომ, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ, ტაჯიკეთ-ყირგიზეთის მსგავსი ინციდენტებისა და რეგიონში დაძაბულობის დარეგულირების ახალი მექანიზმის ჩამოყალიბება ახალი აქტორების მონაწილეობით. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს მექანიზმები უფრო ქმედითი და ეფექტური იქნება ვიდრე აქამდე.

ვითარების ესკალაცია არავის ინტერესში არ შედის. ამიტომ, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ, ტაჯიკეთ-ყირგიზეთის მსგავსი ინციდენტებისა და რეგიონში დაძაბულობის დარეგულირების ახალი მექანიზმის ჩამოყალიბება ახალი აქტორების მონაწილეობით

- რუსეთის დასუსტების ფონზე რა გავლენას იქონიებს შუა აზიის რეგიონში ჩინეთის გავლენის გაძლიერება?

- ჩინეთის გავლენა აქამდეც ძალიან მძლავრი და თვალსაჩინო იყო. ამ შემთხვევაში ალბათ უნდა ვილაპარაკოთ მის გაძლიერებაზე. მარტივი ჭეშმარიტებაა - პოლიტიკაში, მით უმეტეს საერთაშორისო ასპარეზზე, ვაკუუმი არ არსებობს. ერთი ძალა თუ თმობს პოზიციებს, ხდება მისი მყისიერი ჩანაცვლება. სწორედ ამ პროცესთან გვაქვს საქმე ცენტრალურ აზიაში. და ეს ბუნებრივიცაა.

დღეს ჩინეთს ცენტრალური აზიის ამ გეოგრაფიულ არეალში ობიექტურად ვერავინ გაუწევს კონკურენციას. ამისთვის სხვას არც სათანადო რესურსი არ აქვს და არ არსებობს სხვა მეტ-ნაკლებად სერიოზული წინაპირობა.

ამგვარად, ჩინეთი ცენტრალურ აზიაში ხდება რეგიონული ჰეგემონი. რაც ნიშნავს იმას, რომ ცენტრალურ აზიაში ჩინეთს რესურსებზე უფრო დიდ წვდომა, არსებული საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების უფრო აქტიური რეალიზაციის, მყისიერი და აქტიური ეკონომიკური ექსპანსიის და რა თქმა უნდა, პოლიტიკური გავლენის ზრდის საშუალება ექნება.

ჩინეთი ცენტრალურ აზიაში ხდება რეგიონული ჰეგემონი. რაც ნიშნავს იმას, რომ ცენტრალურ აზიაში ჩინეთს რესურსებზე უფრო დიდ წვდომა, არსებული საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების უფრო აქტიური რეალიზაციის, მყისიერი და აქტიური ეკონომიკური ექსპანსიის და რა თქმა უნდა, პოლიტიკური გავლენის ზრდის საშუალება ექნება

საქმე იმაშია, რომ ეს პროცესი დიდი ხანია „დაქოქილია“ ცენტრალური აზიის რეგიონში. თუმცა უკრაინაში ომმა, რუსეთზე მძიმე სანქციების დაწესებამ, ყველა პროცესი მკვეთრად დააჩქარა. აქედან გამომდინარე რუსეთის გავლენა ცენტრალური აზიის რეგიონზე მცირდება, რასაც საკმაოდ კანონზომიერად და მისთვის ბუნებრივად იყენებს ჩინეთი.

- შანხაის სამიტში თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის მონაწილეობა გასაკვირი ნამდვილად არ იყო, მაგრამ სამიტიდან გავრცელებული ფოტომასალა პრეზიდენტების შეხვედრებზე აშკარად მრავლისმეტყველი გახლდათ.

სხეულისა და ჟესტის ენა, რომლითაც ამ ფოტოებზე პრეზიდენტი ერდოღანი ჩანს, ნათლად აჩვენებს, რომ ის აშკარად ლიდერია ამ ქვეყნების პრეზიდენტებს შორისაც. ფაქტია, რომ ანკარა დღეს მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერთი მხრივ უკრაინა-რუსეთის ომში, მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატო-ს წევრია, ეკონომიკურ ურთიერთობებს ინარჩუნებს რუსეთთან და აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირებაშიც მნიშვნელოვანი ფაქტორია აზერბაიჯანის სასარგებლოდ.

სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების შესუსტების ფონზე როგორ შეაფასებდით ამავე რეგიონში თურქეთის პოზიციების ზრდას და სავარაუდოდ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან საქართველოზე?

- თურქეთს გააჩნია ძლიერი ლტოლვა ცენტრალური აზიის რეგიონის მიმართ. პირველ რიგში ეს ეხება თურქულენოვან ხალხებს და კულტურულად მონათესავე ეთნიკურ ჯგუფებს. გარდა ამისა თურქეთს ყოველთვის გააჩნდა და ახლაც გააჩნია ეკონომიკური ინტერესები, რადგან ცენტრალური აზია მისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან და მზარდ ბაზარს თავისი საქონლისთვის.

გარდა ამისა სატრანზიტო და სატრანსპორტო კომუნიკაციების ჩრდილოეთი დერეფნიდან საშუალო დერეფანზე გადმოლაგების კონტექსტში, თურქეთი მართებულად აღიქვამს თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური ექსპანსიის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად.

თურქეთს გააჩნია ძლიერი ლტოლვა ცენტრალური აზიის რეგიონის მიმართ. პირველ რიგში ეს ეხება თურქულენოვან ხალხებს და კულტურულად მონათესავე ეთნიკურ ჯგუფებს. გარდა ამისა თურქეთს ყოველთვის გააჩნდა და ახლაც გააჩნია ეკონომიკური ინტერესები, რადგან ცენტრალური აზია მისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან მზარდ ბაზარს თავისი საქონლისთვის

ამას, რა თქმა უნდა, ემატება ნავთობისა და გაზის მზარდი ტრანზიტი ცენტრალური აზიიდან, სამხრეთ კავკასიის და თურქეთის ტერიტორიის გამოყენებით დასავლური ბაზრებისკენ, რაც თურქეთის როლსა და გავლენას რეგიონში კიდევ უფრო ზრდის.

ყოველივე ეს, საქართველოსთვის რეგიონთაშორისი პროექტებში უფრო აქტიურ ჩართულობას და მისი სატრანზიტო ფუნქციის და მნიშვნელობის ამაღლებას წარმოადგენს, რაც ცალსახად შეუწყობს ხელს რეგიონში ქვეყნის გავლენის ზრდას.

მოვლენების ამ სცენარით განვითარება მკვეთრად გაზრდის სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის მნიშვნელობას და მათზე რუსეთის გავლენას შეამცირებს. ეს სულ უფრო და უფრო აშკარა გახდება.

ამ კონტექსტში სამხრეთ კავკასიაში სასაზღვრო კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ზუსტად იგივე ტენდენციის მაჩვენებელია. რუსეთი, როგორც ამ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებისა და ურთიერთობების ე.წ. განმსაზღვრელი, უკვე ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამ კონტექსტში სამხრეთ კავკასიაში სასაზღვრო კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ზუსტად იგივე ტენდენციის მაჩვენებელია. რუსეთი, როგორც ამ ორი ქვეყანას შორის მოლაპარაკებებისა და ურთიერთობების .. განმსაზღვრელი, უკვე ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს

ამას ასევე ემატება თურქეთის სტრატეგიული ინტერესები, ე.წ. ზანგეზურის დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით. ეს ერთი მხრივ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის ექსკლავთან, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, სახმელეთო კავშირის ქონით, მაგრამ იმავდროულად სტრატეგიული მნიშვნელობისაა, კასპიის ზღვის გადაღმა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ალტერნატიული ხაზის გაჭრის თვალსაზრისითაც.

თუმცა, ამ გზას აგრეთვე გააჩნია სტრატეგიული მნიშვნელობა ირანის მზარდი რეგიონული ამბიციების დასაბალანსებლად. ეს უპირველეს ყოვლისა ეხება ირანის ბირთვული პროგრამის ამბიციებს და ასევე რუსეთის პრაქტიკულად ღია მხარდაჭერას სირიის კონფლიქტის თვალსაზრისით და ამიერიდან უკვე უკრაინის ომის ჭრილში, განსაკუთრებით ბოლო დროს გამოაშკარავებული უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების ფონზე.

ჯერ კიდევ უცნობია, რის სანაცვლოდ მიაწოდა ირანმა რუსეთს უპილოტო თვითმფრინავები. დიდი ალბათობით, ეს საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის აშშ-ს, ისრაელისა და რეგიონის სახელმწიფოების კონცენტრირებული თვალთახედვის მიღმა არ და ვერ დარჩება.

ჯერ კიდევ უცნობია, რის სანაცვლოდ მიაწოდა ირანმა რუსეთს უპილოტო თვითმფრინავები. დიდი ალბათობით, ეს საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის აშშ-, ისრაელისა და რეგიონის სახელმწიფოების კონცენტრირებული თვალთახედვის მიღმა არ და ვერ დარჩება

- რა გავლენა შეიძლება იქონიოს შუა აზიაზე ჩინეთის გავლენის გაძლიერებამ სამხრეთ კავკასიაზე და კერძოდ საქართველოზე?

- მიმდინარე და ჩვენს მიერ აღწერილი პროცესები სავარაუდოდ საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს რეალური რეგიონული სტაბილურობის ჩამოყალიბებას რესურსებით მდიდარ, და საგრძნობი ეკონომიკური პოტენციალის მქონე ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

ეს უდავოდ შექმნის ნოყიერ ნიადაგს მათი ეკონომიკური აღმავლობის, რომელიც გამაგრებული იქნება ჩინური, თურქული და დიდი ალბათობით დასავლური ინვესტიციებით. აღნიშნული კი მკვეთრად გაზრდის რეგიონის ეკონომიკურ ინტერაქციას გარე სამყაროსთან.

უნდა ველოდოთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაზრდაზე მოთხოვნის გაძლიერებას. რასაც იმედი მაქვს მოჰყვება ინვესტიციების მზარდი ნაკადი, რაც თავის მხრივ ეკონომიკურ აღმავლობაშიც გადაითარგმნება

იმის გათვალისწინებით თუ რა ეკონომიკური პოტენციალი და რესურსების ბაზა გააჩნია ცენტრალურ აზიას, ხსენებული აქტიურობების და საჭირო კავშირების ზრდა გამოიწვევს მზარდ მოთხოვნილებას საერთაშორისო ბაზრებთან ტრანზაქციებზე. აი სწორედ აქ ნათლად გამოჩნდება საქართველოს, როგორც ამ თვალსაზრისით საკვანძო ქვეყნის პოტენციალი.

ამიტომ, ჩემის აზრით, უნდა ველოდოთ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაზრდაზე მოთხოვნის გაძლიერებას. რასაც იმედი მაქვს მოჰყვება ინვესტიციების მზარდი ნაკადი, რაც თავის მხრივ ეკონომიკურ აღმავლობაშიც გადაითარგმნება.

- გავრცელებული ინფორმაციებით ირანმა სომხეთ-ირანის საზღვარზე თავისი შეიარაღებული ძალების მობილიზაცია მოახდინა და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა დაეხმაროს სომხეთს რომ აზერბაიჯანმა ვერ შეძლოს სომხეთსა და ირანს შორის არსებულ ზანგეზურის კორიდორზე სრული კონტროლის დამყარება.

ვიცით, რომ აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირებაში ევროკავშირის გარდა აქტიურადაა ჩართული აშშ. სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდება ერევანსა და ბაქოს შორის ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებული დაწყებული კონფლიქტი?

- ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საომარი ვითარება შეჩერდება. ჩვენ მეზობლებს შორის რეალური სამშვიდობო პროცესი დაიწყება. ამ რთული და მტკივნეული ვითარების მოგვარებას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია რეგიონული სტაბილურობისთვის და მისი შემდგომი განვითარებისთვის.

კარგად მოგვეხსენებათ, რომ 2020 ნოემბრერს ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით რეგიონული კომუნიკაციები უნდა იყოს გახსნილი. ეს ეხება საჰაერო, სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალებს. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, ეს შეთანხმება უნდა შესრულდეს.

რა თქმა უნდა, აღნიშნული იწვევს ვნებათა ღელვას მეზობელ სომხეთში და ეს გასაგებიცაა. მაგრამ, უნდა იქნეს ნაპოვნი ამ საკითხის გადაჭრის ისეთი ფორმა, რომელიც მისაღებია ორივე მხარისთვის და რაც მთავარია მოგვცემს საშუალებას თავიდან ავირიდოთ დიდი რეგიონალური კონფლიქტი, რომელიც არავის ინტერესში არ შედის. უპირველეს ყოვლისა ვგულისხმობ აზერბაიჯანსა და სომხეთს.

სამწუხაროდ, ვნებათაღელვამ ერევანში მიაღწია ისეთ დონეს, როდესაც ამ კონფლიქტის შედეგად სომხეთში შეიძლება ვიხილოთ ურთულესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არ იქნება ადვილი დასაძლევი. ამიტომ სასწრაფოდ საჭიროა სწორი და მომავალზე გათვლილი და ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმა ორივე მხრიდან რათა აღნიშნული პრობლემა სწრაფად და გრძელვადიანად მოგვარდეს.

სამწუხაროდ, ვნებათაღელვამ ერევანში მიაღწია ისეთ დონეს, როდესაც ამ კონფლიქტის შედეგად სომხეთში შეიძლება ვიხილოთ ურთულესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არ იქნება ადვილი დასაძლევი. ამიტომ სასწრაფოდ საჭიროა სწორი და მომავალზე გათვლილი და ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმა ორივე მხრიდან რათა აღნიშნული პრობლემა სწრაფად და გრძელვადიანად მოგვარდეს

რაც შეეხება ირანს, აღნიშნული განცხადება ცხადყოფს, რომ ის ცალმხრივად მხარს უჭერს სომხეთს. მინდა აგრეთვე გაგახსენოთ პრეზიდენტ ერდოღანის განცხადება აზერბაიჯანის მიმართ ყველანაირი თანადგომის შესახებ. თუ გავიხსენებთ შუშაში ხელმოწერილი დეკლარაციის სულისკვეთებას, ვითარების გამწვავების შემთხვევაში, თურქეთს მოუწევს თავისი ვალდებულებების შესრულება, რაზეს ის უკან დამხევი არ არის.

გარდა ამისა, როგორც ვახსენე, ირანის დღევანდელი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ სუსტია და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, მას არ გააჩნია ფუფუნება რამე ქმედითად ჩაერიოს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებულ ვითარებაში და ამით მისთვის სასურველი ზეგავლენა მოახდინოს.

რაც შეეხება ირანის შეიარაღებული ძალების აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრების სიახლოვეს გარკვეულ კონცენტრაციას, ეს გახლავთ სტანდარტული მანევრი, რომელსაც მიმართავენ სახელმწიფოები, როდესაც მათი საზღვრების სიახლოვეს იზრდება დაძაბულობა. ამიტომ, ჩემის აზრით ალბათობა იმისა რომ ირანი ღიად ჩაერთვება არსებულ ვითარებაში დაბალია.

- ფაქტია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სადავო თემად რჩება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მთიანი ყარაბაღის ანკლავში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოქალაქეების ბედი და ამავე ანკლავის სტატუსის საკითხი.

ვიცით, რომ ბაქო სომხურ მოსახლეობას, რომელიც ყარაბაღის ანკლავში ცხოვრობს, სრული განიარაღების შემდეგ აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღებას და მათი უფლებები დაცვას სთავაზობს.

თქვენი დაკვირვებითა და გამოცდილებით, სავარაუდოდ, სომხურ ანკლავთან დაკავშირებით რაზე შეიძლება შეთანხმდნენ აზერბაიჯანი და სომხეთი?

- ალიევისა და ფაშინიანს შორის ბრიუსელში გამართული ბოლო შეხვედრის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, აზერბაიჯანს მკვეთრად უარყოფილი აქვს ყველა შესაძლო საუბრები ყარაბაღის რაიმე ფორმის სტატუსზე სომხურ მხარესთან. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით ეს არის მისი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, და ამაზე არავისთან საუბარს ის არ აპირებს. ეს არის ძალიან ხისტი და უდრეკი პოზიცია, რაც ამ შეხვედრას წითელ ხაზად გასდევდა.

გამომდინარე აქედან, უნდა ვაღიაროთ, რომ სომხეთს პრაქტიკულად ხელიდან გამოეცალა ბერკეტი ისაუბროს, განიხილოს, თუ რაიმე სახით ჩასვას მოლაპარაკებათა წესრიგში საკითხები, რომელიც ეხება ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე არსებულ, სომხური თემით დასახლებულ ანკლავს.

უნდა ვაღიაროთ, რომ სომხეთს პრაქტიკულად ხელიდან გამოეცალა ბერკეტი ისაუბროს, განიხილოს, თუ რაიმე სახით ჩასვას მოლაპარაკებათა წესრიგში საკითხები, რომელიც ეხება ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ, სომხური თემით დასახლებულ ანკლავს

ყოველივე ეს არის აზერბაიჯანის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი რომელიც მან აწარმოა ყარაბაღის მეორე ომამდე და ომში გამარჯვების შემდეგ.

ვთვლი, რომ ეს პოზიცია აზერბაიჯანის მხრიდან არ შეიცვლება, ყოველ შემთხვევაში ამის წინაპირობები არსებულ ვითარებაში არ არსებობს. ერთადერთი რასაც უნდა ველოდოთ არის ის, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო შესთავაზებს და შეუქმნის სომხურ თემს ყველა სათანადო პირობებს და უზრუნველყოფს იმ უფლებების დაცვას, რაც განსაზღვრულია საერთაშორისო ადამიანის უფლებებისა და ეთნიკური უმცირესობების დაცვის მექანიზმებში.

თუმცა, აქვე უნდა დავძინოთ, რომ აღნიშნული შეიძლება არ იქნეს საკმარისი სომხური თემის წარმომადგენლების ნაწილისთვის.

რთული ვითარების მიუხედავად, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ორი ქვეყნის ხელმძღვანელები, პოლიტიკური ელიტები და ზოგადად საზოგადოება იპოვიან გამოსავალს ამ რთული ვითარებიდან, რაც მშვიდობისა და რეგიონული სტაბილურობისთვის გადადგმული უდიდესი ნაბიჯი გახდება.

ამან კი უდავოდ უნდა ჩაუყაროს საფუძველი რეგიონული ერთობის კონტურების ჩამოყალიბებას, რისი ინტერესი აქვს რეგიონის სამივე ქვეყანას.

საბოლოო ჯამში, უკრაინაში საომარმა ვითარებამ, სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალური აზიის რეგიონებში მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ რუსეთის გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეში მცირდება და არსებული ვაკუუმის შევსებას სხვა ძალები ცდილობენ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა