არჩილ თალაკვაძე  - ბატონო რომან, თქვენ რომ რაღაცას გაბრალებდნენ მედიით, რამდენ ხანში მოგინდებოდათ, რომ პასუხი გაგეცათ? - პასუხი, რისი თქმაც გერიდებათ, არის - „უმოკლეს დროში“

ბატონო რომან, თქვენ რომ რაღაცას გაბრალებდნენ მედიით, რამდენ ხანში მოგინდებოდათ, რომ პასუხის საშუალება გქონდეთ? - პასუხი, რისი თქმაც გერიდებათ, ეს არის - „უმოკლეს დროში“, - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

თალაკვაძემ ამავე კითხვით ოპოზიციის დანარჩენ წევრებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც მიმართა და განაცხადა, რომ ბევრი მაგალითია, როდესაც ამა თუ იმ მედიას ბრალდებებზე პასუხობენ, თუმცა ეს პასუხი ეთერში არ გასულა, ან მაშინ გავიდა, როდესაც საკითხი აქტუალური აღარაა.

„ბატონო რომან, თქვენ რომ რაღაცას გაბრალებდნენ მედიით, რამდენ ხანში მოგინდებოდათ, რომ პასუხის საშუალება გქონდეთ - 1 კვირაში, 2 საათში, 2 დღეში. თავს იკავებთ პასუხისგან, რომელიც ისედაც ვიცით. სად ბანზე გადამიგდეთ სიტყვა, ორი ბანი კი აქვს ამ კომიტეტს, მაგრამ დარბაზი უფრო დიდია და აქ მიპასუხეთ.

პასუხი, რისი თქმაც გერიდებათ, ეს არის - „უმოკლეს დროში“. თქვენ რომ რამეს გაბრალებდნენ, პასუხი უმოკლეს დროში მოგინდებოდათ. აკაკი მინაშვილი გვიმტკიცებს - ჩვენზე დეზინფორმაცია თუ გავრცელდება, მარეგულირებელმა კი არ გადაწყვიტოს გონივრულ დროში პასუხის უფლება, არამედ ტელევიზია რომ გაასაჩივრებს, ინსტანციებში რომ განიხილება, ყველაფერი დამთავრდება და საზოგადოებას რომ დაავიწყდება ის ამბავი, მერე გაუჩნდეს ტელევიზიას პასუხის უფლების მოცემის საშუალება. არ ვიცი, ეს რამდენად სამართლიანი ან საერთოდ გონივრულია - როდესაც რაღაცას მაბრალებენ, მინდა, მაშინვე ვუპასუხო, მინიმუმ 24 საათში იმავე მედიით, იმავე გადაცემაში.

ბრიფინგებსაც ვაკეთებთ, პასუხებსაც ვცემთ - თქვენც და ჩვენც, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ იმ გადაცემაში, იმ კონტექსტი, იმ კონკრეტულ დროში გვქონდეს საშუალება, რომ პასუხი გავცეთ იმაზე, რაც სიყალბედ მიმაჩნია და ჩემ მიმართ დაუსაბუთებელია. ბევრი მაგალითია, რომ პასუხები ეთერში არ გასულა ან გასულა მაშინ, როდესაც აქტუალური აღარაა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამის გავრცელება იკრძალება. ამავე კანონპროექტით, „მაუწყებლობის შესახებ” კანონს „პასუხის უფლების“ შესახებ ჩანაწერი ემატება, კერძოდ, „პასუხის უფლება“ ენიჭება პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მაუწყებლის პროგრამაში მასთან დაკავშირებით არასწორი ფაქტები გადასცეს. მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებაზე ან უარყოფაზე მაუწყებლის უარი შეიძლება კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრდეს. კანონპროექტის ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.

კანონპროექტს რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი აცნობს.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ბორის სოკოლოვი - რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი