ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერს მიხეილ თვაურის სახელი მიენიჭა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერს მიხეილ თვაურის სახელი მიენიჭა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკვერი საზეიმოდ გახსნეს ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და მიხეილ თვაურის შვილმა მანანა თვაურმა. სკვერის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს წევრები, მიხეილ თვაურის ოჯახის წევრები და სამოქალაქო საზოგადოება.

„მიხეილ პავლეს ძე თვაური იყო გამოჩენილი მეცნიერი, კურორტოლოგი, თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი ექიმი. მან დიდი ღვაწლი გასწია ბორჯომის სამკურნალო მინერალური წყლების შესწავლასა და ხალხის ჯანმრთელობისათვის მისი გამოყენების საქმეში.

მიხეილ თვაურს მინიჭებული აქვს: 1963 წ. - მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამედიცინო ხარისხი; 1973წ. - ექიმ-თერაპევტის უმაღლესი საკვალიფიკაციო კატეგორია; 1982წ. - საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული ექიმის წოდება; 1999წ. - ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.

მას გამოცემული აქვს მრავალი სამეცნიერო მონოგრაფია. მ. თვაურს ეკუთვნის წიგნი-ნაშრომი „კურორტი ბორჯომი და მისი უნიკალური მინერალური წყლები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს