სასამართლოში არ არის მხოლოდ „კლანი“, ეს არის ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ფსიქოლოგიურად, მორალურად და ფიზიკურად ანადგურებს მოსამართლეებს, ვინც არ ემორჩილება მათ გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი მოსამართლის განცხადებას, რომელიც გადაწყვეტილებების „ქუჩური გარჩევით“ მიღებაზე საუბრობს.
ვაშაძის თქმით, სასამართლოში არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ კორუფციული გადაწყვეტილებები მიიღება.
„ქუჩურ ქურდული გარჩევის კუთხით უზენაეს სასამართლოში თვითმკვლელობამდე მიჰყავთ ადამიანები და ფაქტობრივად, აიძულებენ ხელი მოაწერონ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც არამარტო პოლიტიკურია - ეს არის კორუფციული გადაწყვეტილებები, ეს არის ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფი, ამიტომ ყველა მოსამართლეს მოვუწოდებ, ვიცით, რომ თქვენ ხართ ამ უმძიმესი ზეწოლის ქვეშ, დაგველაპარაკეთ, მოგვიყევით, ჩვენ თქვენს გვერდით დავდგებით, ერთად გავიმარჯვებთ ამ დანაშაულებრივ სისტემაზე,“ - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისათვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე ამბობს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლაა. მან „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რიგ შემთხვევებში მოსამართლეებისგან მოითხოვდნენ გადაწყვეტილებების შეთანხმებას. მისი თქმით, კონკრეტულ საქმეებზე ყოფილა შემოთავაზება, რომ წინასწარ შეთანხმებული გადაწყვეტილება მიეღო. მისივე განცხადებით, ასეთ ჩარევებს არ აქვს „აკადემიური ხასიათი“, არამედ „ქუჩური წესებით“ საქმის გარჩევა, კაბინეტებში დაბარება და პირდაპირი მოწოდება ხდება, რომ დადგეს კონკრეტული შედეგი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"