ბაჩო დოლიძე ოპოზიციის უკანონო თვალთვალთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე - ახლა რომ მთავრობაში ვყოფილიყავი და მსგავსი ფაქტი ტელევიზორში მენახა, ქვას ქვაზე არ დავტოვებდი - ამაზრზენია ასე ცხვირის ჩაყოფა პირად ცხოვრებაში

მე პირადად ახლა რომ მთავრობაში ვყოფილიყავი და მსგავსი ფაქტი ტელევიზორში მენახა, ქვას ქვაზე არ დავტოვებდი ნამდვილად. რეაგირების გარეშე მაგ ამბავს ვერ დავტოვებდი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა“ „ნიუსრუმში“ განაცხადა, როდესაც ოპოზიციის უკანონო თვალთვალთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამაზრზენია ყველა ოჯახში, ყველა სამზარეულოში, საძინებელში შესვლა.

„მართლა ამაზრზენია ასე ცხვირის ჩაყოფა პირად ცხოვრებაში. ყველა ოჯახში, ყველა სამზარეულოში, საძინებელში შესვლა. მე ნამდვილად არ მომწონს ის რეაქცია, რომელსაც ნაწილი ოპოზიციური პარტიები ამჟღავნებენ - არ არის ეს სასაცილო საქმე, ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, რის გამოც ძალიან ბევრი მთავრობა გადამდგარა ნორმალურ ქვეყნებშიც და არანორმალურ ქვეყნებშიც“, - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

წინა მთავრობის მიერ მოსმენებთან დაკავშირებული კითხვის პასუხად, დოლიძემ განაცხადა, რომ „ერთიც მარაზმია და მეორეც“. როგორც მან აღნიშნა, „ამ ყველაფერზე ცოტა სერიოზული რეაქციაა მისაცემი“.

„ეს არის მარაზმატიკული დავალების შესრულება იმ მარაზმატიკი ადამიანებისაგან, რომლებიც მსგავსი ტიპის დავალებებს იძლევიან, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს არ დაესიზმრებათ მსგავსი დავალებების შესრულება თუ ვიღაცამ არ უთხრა. ეს არის ჩვეულებრივად ახალი ფორმაციის საბჭოთა კავშირის გაგების, მენტალობის ადამიანების მიერ დაკომპლექტებული ვითომ სადაზვერვო სამსახური. ეს არის სიბინძურე, რომელსაც რაც მალე გავრეცხავთ ყველასთვის კარგი იქნება“, - განაცხადა დოლიძემ.

წამყვანის მიერ ოპოზიციურ პარტიებში სუს-ის მიერ ჩანერგილებზე კითხვის პასუხად კი, დოლიძემ აღნიშნა, რომ ამ მხრივ „ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ალბათ ახალგაზრდები არიან, რომელთა დაშინებაც უფრო უადვილდებათ“.

„პირველ რიგში, ყველა ახალგაზრდას მინდა მივმართო - ზუსტად იცოდეთ, რომ ესენი არიან კურდღლები. როგორც კი მსგავსი ინფორმაცია ვრცელდება, სახელი და გვარი იმ ადამიანის, სახლიდან აღარ გამოდის სუს-ის ის თანამშრომელი, რომელიც ასრულებს ამ ბინძურ სამუშაოს. იმალებიან“, - აღნიშნა დოლიძემ.

მანვე თითოეული ახალგაზრდა გააფრთხილა, როგორც კი დაინახავენ სუს-ის თანამშრომლების მხრიდან კონტაქტის მცდელობას მაინც, პოლიტიკურ პარტიას ან ვისთანაც მიუწვდებათ ხმა, ეს უნდა თქვან.

„ეს არის ყველაზე დიდი დაცულობა და ამ სიტუაციიდან და გამოსავალი. გლობალურ სურათში ამის გამოსავალი ერთია - ეს არის დასრულება ამ ოლიგარქიული რეჟიმის, ნორმალური არჩევნები, კვალიფიციური მთავრობა, რომელიც უნდა იყოს გარანტი, რომ პირველი, ასეთი სიბინძურე არ იქნება და მეორე, რომელიც შეასრულებს ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც მოდის ევროპული საბჭოდან, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გავხდეთ ნორმალური, ცივილური, ევროპული ოჯახის წევრი“, - განაცხადა დოლიძემ.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ საერთოდ არ მიაჩნია ოპოზიცია სუსტად.

„ოპოზიცია სუსტი არის ბელარუსში, ოპოზიცია სუსტია რუსეთში, სადაც უბრალოდ არ არსებობს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?