ელენე ხოშტარია - კარგად არის გამოსაკვლევი, რის ხარჯზე თანამშრომლობენ სუს-თან ახალგაზრდები - მოსმენების მასშტაბურობის შესახებ ინფორმაციებს პარტნიორებს, მათ შორის სანქციებზე მომუშავე პირებს მივაწვდი

რა თქმა უნდა, მოსმენები არ არის ახალი საერთოდ საქართველოს სახელმწიფოში, არც ის გაგვიკვირდა, რომ ჩვენ გვისმენენ, მაგრამ რაც ჩვენ ვნახეთ შაბათს, ეს აღწევს გამაოგნებელ ავადმყოფურ მანიაკალურ მასშტაბს, რომელიც ანგრევს საერთოდ ადამიანის, მოქალაქის თავისუფლებას, მშვიდობას, უსაფრთხოებას ჩვენს ქვეყანაში და ასევე, ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს და სახელმწიფოს, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რითაც ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, შაბათს, ფარულ ჩანაწერებსა და მიყურადებასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კარგად არის გამოსაკვლევი, რის ხარჯზე თანამშრომლობენ სუს-თან სტუდენტები და ზოგადად ახალგაზრდები.

„მასშტაბი, რომელიც ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდების, სტუდენტების ჩართულობის, კარგად არის გამოსაკვლევი, უნდა ვიცოდეთ, რის ხარჯზე არიან სტუდენტები მოსმენების პროცესში ჩართული, მათ შორის არის თუ არა შანტაჟი და ზეწოლა ამ ადამიანებზე, გარდა იმისა, რომ, რა თქმა უნდა, მათ სთავაზობენ ფულს. სტუდენტების ჩართულობა ჩანერგვაში, რისთვის?! განსხვავებული აზრის და ოპონენტების კონტროლისთვის, არა რუსეთის აგენტების კონტროლისთვის, არა სახელმწიფო ინტერესების დაცვისთვის, არა საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული ადამიანის უფლებების დაცვისთვის, არა ჩვენი უსაფრთხოების დაცვისთვის, არამედ ბიძინა ივანიშვილისთვის არასასურველი ადამიანების თვალთვალისთვის. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, ყველა ერთად რომ უნდა ვცხოვრობდეთ, რაც არ უნდა განსხვავებულები ვიყოთ, აი, ამ სისტემამ, დაგვაპირისპირა და ერთი მეორეს ჩაუსვა სახლში, ოთახში, საავადმყოფოში, გლოვაში და ა.შ.

მასშტაბი, რომელიც ვნახეთ, წარმოუდგენელია გარყვნილების თვალსაზრისით. თითო ადამიანზე, მათ შორის აქტივისტებზე მუშაობენ ჯგუფები. თქვენ წარმოიდგინეთ მილიონები, რომელიც იხარჯება არა იმისთვის, რომ ვიცხოვროთ უსაფრთხოდ და მთავარი ჩვენი საფრთხე მომდინარეობს რუსეთიდან, არამედ, მილიონები იხარჯება იმისთვის, რომ ერთმა ქართველმა მეორე ქართველი გაანეიტრალოს, ჩაერიოს, ღირსება შეულახოს და უკარნახოს როგორ იცხოვროს. ამიტომ ჩვენ რაც არ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მოსმენა არ არის ახალი, ამ მასშტაბთან შეგუება ნიშნავს საკუთარ ღირსებაზე, თავისუფლებაზე, მშვიდობაზე, ზოგადად საქართველოში ცხოვრებაზე უარის თქმას და ამას რა თქმა უნდა, არავინ აპირებს“ - დასძინა „დროას“ ლიდერმა.

ხოშტარიას განცხადებით, მოსმენების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს პარტნიორებს, მათ შორის სანქციებზე მომუშავე ჯგუფებს გადაუგზავნის.

„აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ამ სუს-ის თავი - ლილუაშვილი, თავის დროზე გომელაური, და მთავარი ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად უნდა დაისაჯონ მსგავსი ქმედებებისთვის“ - დასძინა ხოშტარიამ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ