კახა ოქრიაშვილი - „ოცნებამ“ 2021 წელს გააყალბა და გაინაღდა არჩევნები და ახლა გაახუთმაგა ხალხის პარსვა

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

„7 სექტემბრიდან პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა, 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარს შეადგენს. პარკირების ამ კაბალური წესების დაცვა კი ფაქტობრივად შეუძლებელია.

გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის მხოლოდ 8 თვეში დაჯარიმებულთა რიცხვი 2021 წელთან შედარებით გაზრდილია დაახლოებით 30 %-ით.

დასკვნა: ოცნებამ 2021 წელს გააყალბა და გაინაღდა არჩევნები და ახლა გაახუთმაგა ხალხის პარსვა.

შევახსენებ მოსახლეობას, რომ თბილისის მერიამ თითო ლურჯი ავტობუსი 250 000 ევროდ შეიძინა, მაშინ, როცა სხვადასხვა ქვეყნებმა იგივე ავტობუსი 170 000 -180 000 ევროდ შეიძინეს. კალაძეს ამ კითხვებზე პასუხი არ გაუცია.

ყველა კვლევა გვიჩვენებს, რომ „რუსული ოცნება“ ხალხის მხარდაჭერას კარგავს და ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია. ყველა შესაძლო კორუფციული გარიგება იქნება შესწავლილი დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის მიერ და დამტკიცების შემდეგ, მოპარული თანხა მიმართული იქნება საქართველოს ბიუჯეტში! - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა