შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი არ არის საგამოძიებო უწყება და ინსტრუქტაჟს ვერ გასცემს, დაიწყოს თუ არა გამოძიება გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ოპოზიციონერების სავარაუდო უკანონო თვალთვალს ეხება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი არ არის საგამოძიებო ორგანო, რომ ისაუბროს, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება 17 სექტემბერს მედიაში გასულ სიუჟეტზე, რომელიც სუს-ის მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლების სავარაუდო უკანონო თვალთვალს ეხება.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა.

მისი თქმით, ზოგიერთი, მათ შორის მედიაში, გატაცებულია, რომ თვითონ იყოს ბრალმდებელი, ადვოკატი, მოსამართლე.

„ვერ გეტყვით, პარლამენტი არ არის საგამოძიებო უწყება, პარლამენტი ასე ზედაპირულად ინსტრუქტაჟს ვერ გასცემს, გამოძიება დაიწყოს თუ არა. ეს იმ ორგანოს კომპეტენცია, რომელიც ამ მხრივ არის კომპეტენტური.

რაც შეეხება ზოგადად შეფასებებს და სხვადასხვა სახის სიუჟეტებს, სამწუხაროდ, ჩვენ მიჩვეული ვართ ძალიან ბევრ დეზინფორმაციას და ეს განსაკუთრებით მომატებულია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. მაშინ, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი დაიწყო, ჩვენ საქართველოს წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ პირდაპირ მოწმე ვართ. დეზინფორმაცია და მანიპულაცია, როგორც პროპაგანდის ნაწილი, სწორედ ამ „ჰიბრიდული ომის“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ზოგადად, ჩვენ შეჩვეული ვართ სხვადასხვა სახის დეზინფორმაციებს. ვფიქრობ, ზოგიერთი, მათ შორის მედიაში, გატაცებული არის, რომ თვითონ იყოს ბრალმდებელი, ადვოკატი, მოსამართლე. ვფიქრობ, ამ გატაცების მიყოლას სჯობს, მტკიცებულებებზე დაყრდნობით მსჯელობდეს. ყველა დეზინფორმაციულ სიუჟეტს თუ ახალ ამბავს ყოველთვის რაღაც ინფორმაცია უდევს საფუძვლად. საქმე ისაა, რამდენად დეზინფორმაციული ან მანიპულაციურია ის, რაც საფუძვლად უდევს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ასევე მოსმენების შესახებ კანონპროექტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ კანონს ე.წ. უკანონო მოსმენებთან არავითარი კავშირი არ აქვს.

„სამწუხაროდ, ჩვენ ამ 5 თვის განმავლობაში, როდესაც ეს პროექტი იხილებოდა, სწორედ ამ მანიპულაციის მომსწრე ვართ. ეს პრობლემა და გამოწვევაა ჩვენი პოლიტიკური თუ მედიის დისკუსიის. ამ კანონს არანაირი კავშირი არ აქვს ე.წ. უკანონო ქმედებასთან. ეს კანონი აწესრიგებს იმას, რომ მოქალაქეები დაცული იყვნენ და როდესაც საქმე გვაქვს დანაშაულთან, მისი გამოძიება ეფექტიანად მოხდეს. თუკი სადმე უკანონობა შეიძლება მოხდეს, ეს კანონი ვერც რაიმეს წაახალისებს და ვერც რაიმეს დააკლებს. საერთოდ არანაირ კავშირში არ არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 17 სექტემბერს „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, პოლიტიკური ლიდერების უკანონო თვალთვალის თაობაზე. ჟურნალისტების ინფორმაციით, სუს-ის ოპერატიული მუშაკების გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე ტექსტური შეტყობინებები, 2020 და 2021 წლით თარიღდება. ამავე ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ოპოზიციურ სპექტრს ჩანერგილი აგენტების საშუალებითაც აკონტროლებენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა