შალვა პაპუაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფი ჩაკეტილ კარს მიღმა მსჯელობს სახალხო დამცველის კანდიდატზე, რაც გასაკვირია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფი ჩაკეტილ კარს მიღმა, ყოველგვარი გამჭვირვალობის და საზოგადოების ჩართულობის გარეშე მსჯელობს სახალხო დამცველის კანდიდატზე.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ომბუდსმენის თანამდებობის დასაკავებლად განცხადებების მიღება 29 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

„იცით, რომ უკვე დაიწყო განცხადებების მიღება, 29 სექტემბრის ჩათვლით ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა, პარლამენტში საკუთარი განცხადება შემოიტანოს. ოპოზიციასთან კონსულტაციის გზით შედგება 9 - კაციანი შემფასებელი ჯგუფი და მას შემდეგ, რაც შეფასება მოხდება, აქედან უკვე ოპოზიცია მინიმუმ 7 კანდიდატს შეარჩევს, საიდანაც შემდეგ უმრავლესობა კანდიდატს შეარჩევს ან ოპოზიციასთან შეთანხმდება.

ვფიქრობ, პროცესი კარგად მიდის, მიუხედავად იმისა, რომ სკეპტიციზმი იყო. აბსოლუტურად გახსნილი, გამჭვირვალე პროცესი არის. არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფი ჩაკეტილ კარს მიღმა, ყოველგვარი გამჭვირვალობის და საზოგადოების ჩართულობის გარეშე მსჯელობს კანდიდატზე ისე, რომ არც ადამიანს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი კანდიდატურა დაასახელოს, არც გამჭვირვალეა, არც გახსნილია ეს პროცესი, რაც გასაკვირია. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ყოველდღიურად გამჭვირვალობისკენ მოუწოდებენ სხვებს, თავად დახურულ კარს მიღმა საუბრობენ და წყვეტენ ასეთ საკითხს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს