ლენტეხის მუნიციპალიტეტში ტრადიციული, სახალხო დღესასწაული ,,ლენტეხობა 2022" აღინიშნა

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ წელს, ,,ლენტეხობა" განსაკუთრებით მასშტაბურად და გრანდიოზულად ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მეცენატის, გოგი ლიპარტელიანის ქველმოქმედებით აშენებულ დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში დილიდან სადღესასწაულო წირვა აღავლინა და ტრაპეზი აკურთხა ცაგერ-ლენტეხის და ჭყონდიდის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე სტეფანემ.

მათივე ცნობით, დაბა ლენტეხში გამართულ სახალხო ზეიმზე, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე დილიდანვე ხალხმრავლობა იყო.

„თემების მიხედვით, სპეციალურად, მოწყობილ ,,ფაცხებში" წარმოდგენილი იყო სოფლის ნობათი-ხილი, ბოსტნეული, ადგილობრივი სამზარეულო. გარდა ამისა, მოეწყო კულინარიული და ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა-გაყიდვები.

ამასთან, ,,ლენტეხობა-2022’’-ის ფარგლებში, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები ჩატარდა, გაიმართა ჩოხოსნების მარში და დაბა ლენტეხის კურთხევა, მოეწყო პატარების მოდების ჩვენება, მუსიკალური სანახაობები, წაიკითხეს ლექსები და აირჩიეს საპატიო მოქალაქეები.

ლენტეხის მერიის ცნობით, მოზეიმე ხალხს შეუერთდნენ მოწვეული სტუმრები, რომლებმაც დაათვალიერეს პავილიონები, დააგემოვნეს სვანური სამზარეულო, დალოცეს მასპინძლები და მოისმინეს მათი ლოცვა“,-აღნიშნულია ლენტეხის მერიის ინფორამციაში.

დღესასწაულს დაესწრნენ და საზოგადოებას ლენტეხობა მიულოცეს: მხარის რწმუნებულ-გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ, გუბერნატორის პირველმა მოადგილე ქრისტინე კობახიძემ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანმა.

ლენტეხის მერიის ცნობით, ღონოსძიებას ასევე, ესწრებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციაში შემავალი მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

ლენტეხის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა ოთხ მოქალაქეს: თემური ბაბლუანს, გურამ გუნავას, ვახტანგ ონიანს და დიმიტრი აბდუშელიშვილს, რომელმაც რაიონს საჩუქრად თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რეანიმობილი გადასცა.

მადლობის სიგელები გადაეცათ ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და ექიმებს: ციური ჯანხოთელს, ნოდარ ბაბლუანს, ნორა ავალიანს, ანიკო ლიპარტელიანს, ნანუშა მუსელიანს, ნაზიკო ფერელიანს და გიული ტვილდიანს.

,,ლენტეხობა-2022’’ გალა კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა